ლობიოს ტოლმა
მასალად საჭიროა:
ლობიო – 600 გრ.
ზეთი – 1/2 ჩაის
ჭიქა.
ხახვი – 100 გრ.
დაფნის ფოთოლი
– 3 ც.
ბრინჯი – 2 სუფრის
კოვზი.
შავი პილპილი
– 1 ჩაის კოვზი.
კომბოსტო – 1 თავი.
ქინძი – 2 სუფრის
კოვზი.
მარილი – გემოვნებით.
მომზადების
წესი:
ლობიო მოვხარშოთ ჩვეულებრივ. წყალი გადავწუროთ, ლობიოს მარცვლები კი ამოვლესოთ, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 2 კოვზი უმი, კარგად დანაყული ბრინჯი და ავურიოთ. ავიღოთ თითო კოვზი ამგვარად მომზადებული ლობიოს მასა, შევახვიოთ მდუღარეში ამოვლებულ კომბოსტოს ფოთლებში და ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ 1/2 ჭიქა ზეთი, მოვშუშოთ. ზემოდან დავაწყოთ 3 ც დაფნის ფოთოლი, მოვაყაროთ დანაყული შავი პილპილი და მოვასხათ ლობიოს ნახარში. ვადუღოთ 15-20 წუთი. მომზადებისთანავე
გადავიტანოთ
თეფშზე და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი. შეიძლება ცოტა ძმარიც მოვასხათ.
კომენტარი