"თბილისში ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით" - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ იტყობინება
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ იტყობინება:
10 – 12 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება.
კომენტარი