"მამაკაცების გამო ნერვიულობა არ ღირს" - ბლიც ინტერვიუ ნინა წკრილაშვილთან
ნინა წკრიალაშვილი ერთ-ერთი ყველაზე სქსუალური და ცნობადი სახეა საქართველოში. საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებს ნინას შემოქმედება თუ პირადი ცხოვრება, სწორედ ამიტომ დრონი.ჯი-მ სექსუალურ მომღერალთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.
ასაკი - 36 წლის
განათლება - ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი ვარ, მაგისტრის ხარსიხი მაქვს.
კუმირი - კუმირები არ მყავს.
პირველი კოცნა - 15 წლის ჩემი შვილის მამას, მამუკა დადიანს ვაკოცე.
საყვარელი საჭმელი - ჭადი და ყველი.
ყველაზე ახლო ადამიანი - და და დედა.
ბრენდი, დიზაინერი - Balmain სერიალი - "სექსი დიდ ქალაქში".ამოჩემებული ფრაზა - "ყველაფერი კარგად იქნება".
არ მჯერა - არ მჯერა, რომ ადამიანმა ვერ შეცვალოს თავისი ბედი.
თავად შემიძია მოვამზადო - ყვეალფერი, შპალიერიც კი შემიძლია გავაკრა. მოვამზადებ საჭმელს, გადაცემას, რასაც მოვინდომებ ყველაფერს გავაკეთებ.
მინდა გავიცნო - ხავიერ ბარდემი.
პაემანი - ხავიერ ბარდემთან მექნებოდა პაემანი. საოცრად მომწონს ეს მსახიიობი.
ბოლოდ როდის გიყვარდა - ბოლოს ჩემი მეუღლე თენგო მიყვარდა, რომელიც ტრაგიკულად გარდაიცვალა. მის შემდეგ არავინ შემყვარებია.
ორი სიტყვით შენი თავი დაახასიათე - უცნაური ადამიანი ვარ. ბოროტი არ ვარ, როცა შემიძლია ადამიანებს ვეხმარები. ზარმაცი ვარ, ასევე დეპრესიულიც, თუმცა ამავდროულად ოპტიმისტი. რამდენჯერაც წავიქცევი იმდენჯერ ავდგები, მთავარია ჯანმრთელი ვიყო. მიყვარს სიყვარული და ვარ ასევე პატრიოტი.
ოჯახი - ჩემი ოჯახი ჩემთვის პირველ ადგილზე დგას. ჩემი შვილი, მშობლები, და, ძმა. შეიძლება ხშირად ჩემი თამამი ნაბიჯებით მათ გულს ვტკენ, თუმცა ისინი ყველაზე მნიშვვნელოვანი ადამიანები არიან ჩემთვის.
მამაკაცები - მივხვდი, რომ მათ გამო არ ღირს ნერვიულობა.
საყვარელი ქართველი მომღერალი - ნინო ქათამაძე.
სამი ნივთი, რომელსაც მუდამ თან ატარებ - ტელეფონი, საათი და ჯვარი.
პროფესიული ჩვევა - ყველაფერს წინასწარ ვგეგმავ.
საყვარელი სიმღერა - Joe Sample - When The World Turns Blue. ბოლო დროს ეს სიმღერა ამოვიჩემე.გარეგნობაში რას შეცვლიდი - მე უკვე შევცვალე რაღაცეები. დავიკელი 30 კილო. შევიცვალე ცხვირი და ზედა თუჩი დავიბერე, ასევე ნაოჭებს ვასწოებ თვალის გარშემო. ასაკთან ერთად თუ რამე არ მომეწონება, რაღაცეებს ალბათ კიდევ შევცვლი. თუმცა ჯერ რომ არ დამჭირდეს, ამისათვის ვვარჯიშობ.
კომენტარი