ნორვეგიული სალათა ქაშაყისაგან
მასალა:
2 ცალი მარილიანი ქაშაყი
3 ცალი კვერცხი
1 თავი ხახვი
3 სუფრის კოვზი ძმარი
1 სუფრის კოვზი მარგარინი
1 ჩაის კოვზი მდოგვი
ცოტა შაქარი
ქაშაყი კარგად დავალბოთ, გავასუფთავოთ და გამოვაცალოთ შიგნეულობა. თევზი ჯერ სიგრძეზე გავჭრათ, შემდეგ კი კუბიკებად. ხახვი წვრილად დავჭრათ და მარგარინში მსუბუქად მოვხრაკოთ. უმი კვერცხები (2 ცალი) ავთქვიფოთ ძმართან ერთად და ეს მასა დავასხათ ხახვს. დავამატოთ მდოგვი და შაქარი. ქაშაყის მომზადებული კუბიკები ჩავაწყოთ შეგრილებულ სოუსში. თუ გვსურს, გავაფორმოთ ოხრახუშითა და მოხარშული კვერცხის ნაჭრებით.
კომენტარი