სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე ეხმაურება ნიკა გვარამია კახა კალაძის განცხადებას, მთაწმინდიდან გამოქანების შესახებ

ასე ეხმაურება ნიკა გვარამია კახა კალაძის განცხადებას, მთაწმინდიდან გამოქანების შესახებ:
"დილიდან სიგიჟის სპირალისებური განვითარებით თუ ვიმსჯელებთ, ამას ცალი ფეხი ციხეში აქვს"
"კაცს სოფლიდან გამოიყვან, მაგრამ სოფელს კაციდან - ვერ. (You can take the man out of the country, but you can't take the country out of the man)
ამერიკული გამოთქმა". - წერს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქის მერმა ოპოზიციის წევრებს მთაწმინდიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს კი ჰოლანდიიდან „გამოქანება“ ურჩეია. ამ რეპლიკით კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, საკრებულოს დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას უპასუხა.

ხაბეიშვილმა საგამოძიებო უწყებას მოუწოდა, კახა კალაძე გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზის გამოძიების პროცესში დაკითხოს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ კალაძე ყაზტრანსგაზის არაოფიციალური მენეჯერია და ის დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია.

„თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები აბრძანდნენ და ... ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს,“- ამბობს დედაქალაქის მერი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100