სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თორნიკე კვერენჩხილაძე: "15 წელი გავიდა ერთმანეთისთვის ზღრენის სროლაში. სუნი გვაწუხებს! ჩემი შვილები, არც თქვენი შვილები, არც მე და არც საზოგადოების დიდი ნაწილი, ამას უბრალოდ არ ვიმსახურებთ!"

ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. დრონი.ჯი პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"
ოცნება ამბობს, ჭკუა ვისწავლეთ, ამ ერთხელაც მომაგებინეთ და მერე მე ვიცი და ჩემმა შტაბმა, ყველაფერი ისთე იქნება, როგორც ამომრჩეველს უნდაო. (ეს იმას ჰგავს: ღმერთო, ახლა გადამარჩინე და ხვალიდან ეკლესიაშიც ვივლი და სანთელსაც დავანთებო სამ დღეს დადიან ეკლესიაში, მეტანიებით მუხლებს იტყავებენ და მერე “ღმერთი” შემდეგ კისრის წამტვრევამდე ავიწყდებათ:) ) ნაციონალები ამბობენ, ჩვენც ვისწავლეთ ჭკუაო, ხოდა, ახლა ამირჩიეთ და ადრე რომ გირტყამდით, აღარ მოგცხებთო! რაც გავაფუჭეთ, გავაკეთებთო. ერთადერთი რამაც შეიძლება შეგაწუხოთ, ჩვენი ფრთების ფართხუნის ხმამო (ანგელოსები )

6+9=15 ხოდა, 15 წელი გავიდა (მანამდე რაც გავიდა და გავიდააა იმას აღარ დავწერ) ერთმანეთისთვის ზღრენის სროლაში. სუნი გვაწუხებს! ჩემი შვილები, არც თქვენი შვილები, არც მე და არც საზოგადოების დიდი ნაწილი, ამას უბრალოდ არ ვიმსახურებთ!
ან ერთიც და მეორეც აზრზე მოდით! (და კიდო სხვებიც) გიყურებთ და ყველა ვხვდებით, რომ წარსული გველაპარაკება! ორივემ გააუფასურეთ დასავლური ღირებულებები. ხალხს დაუმახინჯეთ წარმოდგენა ევროპაზე, დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე, მედიაზე, სამართლიანობაზე! მავნებლობაა თქვენი საქმიანობა! ამიტომ ხართ ისტერიკაში! მართლა სად გაიზარდეთ?!
თქვენ შეჭამეთ ის, რასაც გგონიათ რომ ჩვენ შევჭამთ!"- წერს ტელეწამყვანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100