სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს, ვუსურვებ ღირსებითა და სიმართლით ემართოს პარტია - ნიკა მელია

რთულია ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მალიამ განაცხადა.

მან არჩევნების შედეგები შეაფასა და თქვა, რომ ის შედგა:

დასრულდა არჩევნები პარტიაში, რომელსაც ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პრეცედენტი აქვს შექმნილი. რთულია, რომელინე კანდიდატს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო, საგარეო კურსი ქვეყნის რუსული ორბიტისკენ იცვლება, გვყავს პოლიტპატიმრები. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ, დაბრუნდება ბევრი ემიგრანტი და მოსახლეობის გადინება დასრულდება.
არჩევნები შედგა, მას ჰყავს გამარჯვებული, ვულოცავ და ვუსურვებ პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით, იმედად ვიტოვებ, ის ამას მოახერხებს. ამ ბრძოლაში ვრჩები. ავანგარდში ვიქნები 1000-ბით უღალატო მხარდამჭერთან ერთად, - თქვა მელიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100