სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მთელი ბიუროკრატიული აპარატი უნდა გარდავქმნათ - გიორგი კვირიკაშვილი

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მმართველობაში, მთავრობაში და ზოგადად, ქვეყნის ბიუროკრატიაში, ძირეულ ცვლილებებს განახორციელებს. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. "მომავალი 4 წლის განმავლობაში, მმართველობაში ძირეულ რეფორმებს ვგეგმავთ. ქვეყნის მთავრობა და მთელი ბიუროკრატიული აპარატი უნდა გარდავქმნათ ისე, რომ უფრო მეტად მოსახლეობის საჭიროებებსა და საქმიანი ადამიანების ხელშეწყობაზე იყოს ორიენტირებული",- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. (რ)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100