წეროვანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაშავებულია 18 ადამიანი
წეროვანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილი დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
კომენტარი