სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზვიად დევდარიანი: “მზად ვარ ვიდავო ჩემი ღირსების, პატივისა და ჩემი შვილების უფლებების შელახვის გამო”

დღეს ზვიად დევდარიანმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მზადაა დაიწყოს სამართლებრივი დავა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

“უკანასკნელი ორი კვირა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის იყო ყველაზე რთული. ჩემს სამ შვილის ვუხდი ბოდიშს რომ ამ დროი განმავლობაში ისინი იყვნენ ფსიქოლოგიურო ზეწოლის ქვეშ. მე ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და ამისთვის გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ იარაღს. მზად ვარ ვითანამშრომლო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასთან, სახალხო დამცველის აპარატთან და მზად ვარ დავამტკიცო ჩემი სიმართლე სასამართლოში.

მზად ვარ ვიდაო ჩემი ღირსების, პატივისა და ჩემი შვილების უფლებების შელახვის ფაქტზე. მზად ვარ ვიდაო ჩემი კონსტიტუციური და პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად.

მე არ ვიბრძვი ვინმეს დასამარცხებლად, ჩემი მთავარი მიზანია გამოვლინდეს და დამტკიცდეს სიმართლე.

სინამდვილეში რა იდგა ამის უკან და ვის ინტერესებში შედიოდა ჩემი ჩამოშორება და ღირსების შელახვა ყველაფერს მოგახსენებთ იმ სამართლებრივი დავის დასრულების შემდეგ, რომელიც მე დღეს დავიწყე” – განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

შეგახსენბთ, რომ CIDA-ს ყოფილი დირექტორის ზვიად დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, შსს-მ 2018 წლის 23 მარტს გამოძიება სსკ-ის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადევნებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100