სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარიუპოლი ამჟამად კატასტროფულ მდგომარეობაშია - ვადიმ დენისენკო

ვითარება მარიუპოლში ამჟამად კატასტროფული და წარმოუდგენლად რთულია, - ამის შესახებ უკრაინულ ტელეარხებზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ „აქ კატასტროფული ვითარებაა, იქ საშინელი მდგომარეობაა. ჯერჯერობით, ჩვენ არ გვაქვს მეტ-ნაკლებად სტაბილური ინფორმაცია მარიუპოლის შესახებ. სამწუხაროდ, წარმოუდგენლად მძიმე ვითარებაა“, - აცხადებს დენისენკო. თავის მხრივ, უკრაინის სახალხო დეპუტატმა, ეროვნული უშიშროების, თავდაცვისა და დაზვერვის საპარლამენტო კომიტეტის წევრმა ფედორ ვენისლავსკიმ (ფრაქცია „ხალხის მსახური“) უკრაინის ტელევიზიით განაცხადა, რომ მტერი რეალურად ანგრევს დ ქალაქ ჩერნიგოვს. „მრჩება შთაბეჭდილება, რომ პუტინს ალბათ აქვს ეგზისტენციალური რისხვა ჩერნიგოვს, ხარკოვსა და მარიუპოლზე. რაც შეეხება მარიუპოლს, რა თქმა უნდა, არის საშინელი სიტუაცია, რომლის შესახებაც ყველამ იცის. ჩერნიგოვი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ჩვენი წინაპრების აკვანი და პუტინი ანგრევს მას, ასევე, ქალაქ ხარკოვს“, - განაცხადა ვენისლავსკიმ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100