სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მზრუნველი უნდა იყოთ. მეტი დრო დაუთმეთ სამკურნალო და ჰიგიენურ პროცედურებს. თუ მგზავრობას აპირებთ, საღამოს ჩაილაგეთ ნივთები.

კურო
რომანტიკული განწყობის გამო სამსახურის საქმეების შესრულება გაგიჭირდებათ. ეცადეთ, არ გასცეთ დაპირებები და ფულიც მოზომილად დახარჯოთ.

ტყუპი
მიმოწერით, ზარებითა და მიმოსვლით დატვირთული დღე გელით. გადახედეთ უქმეების გეგმებს. ეცადეთ, არ შეგიპყროთ უსაფუძვლო ეჭვებმა.

კირჩხიბი
დილა მარტივი საქმეების შესრულებას დაუთმეთ. გულითადი საუბარი არ სენტიმენტალური ფილმი განწყობას გაგიუმჯობესებთ. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

ლომი
მოერიდეთ სკანდალურ, უსიამოვნო სიტუაციებს. კარგი დღეა საყიდლებისთვის. თუმცა, სიფრთხილე გმართებთ, შეამოწმეთ ვადა, ხარისხი, დაითვალეთ ხურდა.

ქალწული
რომანტიკულ განწყობაზე იქნებით. გაფრთხილდით, არავინ მოგატყოთ. მოერიდეთ ინტრიგებსა და ალკოჰოლის მიღებას.

სასწორი
გახსოვდეთ, რომ რასაც აკეთებთ სწორად აკეთებთ და თქვენ დამნაშავე არაფერში არ ხართ. დეპრესისს გამო ნუ მიიღებთ ალკოჰოლსა და წამლებს.

მორიელი
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. რომანტიკული განწყობა შეიძლება ეჭვებმა გაგიფუჭოთ. საჩოთირო სიტუაციაში ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, ის არ გიღალატებთ.

მშვილდოსანი
სხვა დღისთვის გადადეთ გულახდილი საუბარი. რაც უფრო მეტად დაეჭვდებით და ეცდებით სიმართლის გაგებას, მით მეტად გადავარდებით ილუზიებსა და დეზინფორმაციებში.

თხის რქა
ნუ ეტყვით გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარს. მოთმინებით აღიჭურვეთ, თუ შეფერხდება ინფორმაციის მიღება-გადაცემა, საქმიანი პარტნიორი შეხვედრაზე დააგვიანებს.

მერწყული
დააკვირდით დეტალებს. განსაკუთრებით, ახალ პროექტებზე მუშაობისას. იყავით ალალ-მართალი, რადგან აფერისტობასა და გამორჩენაში არ დაგადანაშაულონ.

თევზები
ეცადეთ, ყველასთვის გასაგებად ისაუბროთ. დაპირებები შეუსრულეთ შვილებსა და მშობლებს. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, ილუზიებში გადავარდნას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100