სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანსამბლი "რუსთავი" ზღვისპირა ქალაქში

Check in Georgia- ფარგლებში ზღვისპირა ქალაქი ფოლკლორის დღეებს“ მასპინძლობს. ბათუმის ბულვარში, 27 ივლისს, 19:00 საათზე კოლონადებთან მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი" წარსდგება. ანსამბლის ძირითად რეპერტუარში თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და ხალხური სიმღერებია. „რუსთავის“ მიერ გამართულ საღამოს, ადგილობრივებთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც დაესწრებიან. კონცერტი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით იმართება.

უნიკალური ქართული ფოლკლორი უცხოელების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მისი პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს. Check in Georgia- ფარგლებში ანსამბლი „რუსთავი“ სოლოკონცერტს გამართავს. წარმოდგენილი იქნება ხალხური სიმღერები და ცეკვები, ჩვენი სურვილია კიდევ ერთხელ ამ ლამაზ ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს ვაჩვენოთ ქართული ხალხური შემოქმედება,“ - მიაჩნიათ ფესტივალის ორგანიზატორებს.

მნიშვნელოვანია, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში, ზღვისპირა ქალაქში ხალხური მუსიკისა და ცეკვის კონცერტები ყოველდღიურად იმართება. მასში მონაწილეობენ სახელმწიფო, მუნიციპალური და თბილისის ანსამბლები, რომლებიც ქართულ ხალხურ შემოქმედებას ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს 70 დღის განმავლობაში გააცნობენ. „ფოლკლორის დღეები“ ბათუმში 10 სექტემბერს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ „ფოლკლორის დღეები" "ჰითბათუმი 2016"-ის პროექტია, რომელიც წელს Check in Georgia- ფარგლებში 6 ივნისიდან ეწყობა. "ჰით ბათუმი" უკვე მეორე წელია ტარდება. შარშან, ფესტივალი ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, წელს კი "ჰით ბათუმი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით პროექტ Check in Georgia- ნაწილი გახდა. ფესტივალის ფარგლებში, “ფოლკლორის დღეებსსაქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წარმოგიდგენთ.

„ფოლკლორის დღეებზე“ ასევე მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები ქუთაისის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხულოს, თერჯოლის, ქედის, ზესტაფონის, ლენტეხის, ამბროლაურის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ბათუმის და სხვა მუნიციპალიტეტებიდან, ასევე სახელმწიფო ანსამბლები: სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი", აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი“, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი",ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის გუნდი „დიდგორი“ და სხვა ჯგუფები, შემსრულებლები და ანსამბლები წარდგნენ.

“საამაყოა, რომ ისეთი მასშტაბური ფესტივალი, როგორიცაა „ჰით ბათუმი 2016“ როგორც შარშან, წელსაც სწორედ „ფოლკლორის დღეებით“ დაიწყო. წელს, ფესტივალი ანსამბლმა „ერისიონმა“ გახსნა. შარშანდელთან განსხვავებით, ამჯერად, ფოლკლორი ზღვისპირა ქალაქში თითქმის ყოველდღიურად იქნება წარმოდგენილი. 70 დღის განმავლობაში ამავე რაოდენობის კონცერტი გაიმართება და მონაწილეობას 73-ზე მეტი ფოლკლორული ანსამბლი მიიღებს. „ჰით ბათუმი 2016“ ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ქალაქ ბათუმში და ჩვენი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე.

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი"დააარსა ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად 1968 წელს. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ მოღვაწეობას. დაარსების დღიდან ანსამბლს გამართული აქვს 4000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში.ანსამბლის რეპერტუარში შედის საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები. როგორც მომღერალთა, ასევე მოცეკვავეთა წარმოდგენების სტილი ტრადიციულია და ინარჩუნებს ისტორიულ კოლორიტს. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის ანზორ ერქომაიშვილისა და მთავარი ქორეოგრაფის ფრიდონ სულაბერიძის ხედვაა ანსამბლმა შეინარჩუნოს ეთნოგრაფიული გუნდის ფორმა და სტრუქტურა, ამავე დროს გადალახოს კუთხური კარჩაკეტილობა. ამ ხედვის შედეგია, რომ ანსამბლი საფუძვლიანად დაეუფლა მრავალდიალექტიანი ქართული მუსიკალური ფოლკლორული ცეკვისა და სიმღერის სტილსა თუ ჟანრობრივ მრავალფეროვნებას, რითაც აკადემიური საგუნდო კოლექტივის თვისებები შეიძინა.ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლირუსთავიდაჯილდოვებულია ზაქარია ფალიაშვილის (1980), ალბერტ შვაიცერის (1986) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100