„სალომე ზურაბიშვილი და ჯანრი კაშია საქართველოს მტრები არიან“
"დრონი.ჯი" აგრძელებს პოლიტიკოსთა შეფასებების და კომენტარების შეგროვებას. სხვადასხვა დროს გამოთქმული ფრაზებიდან კარგად ჩანს ქართველ პოლიტიკოსთა მოსაზრებების ქამელეონისებური ცვლილებები. ამჯერად გთავაზობთ სალომე ზურაბიშვილის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს.
გია თორთლაძე: "არსებობს ასეთი ქალბატონი – ელენ კარერა დანკოსი, რომელიც ცხოვრობს საფრანგეთში და გახლავთ საფრანგეთის აკადემიის მუდმივი მდივანი. იგი ასევე პუტინის მეხოტბე და რუსეთის მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირია. 2008-2009 წლებში რუსებმა ლომონოსოვისა და ღირსების ორდენებითაც დააჯილდოვეს. ძალიან უყვართ, რადგან მათ ყველა ქმედებას ამართლებს. ამ ქალბატონის ნამდვილი გვარი კი გახლავთ ზურაბიშვილი. იგი სალომე ზურაბიშვილის ალალი ბიძაშვილია... ასე რომ, ოპოზიციის ეს კონტაქტებიც ალბათ მისი მეშვეობით ხორციელდება".
კახა კუკავა: "აავსო ბიძაშვილ-მამიდაშვილებით სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტრო".
ირინა სარიშვილი: "სალომე ზურაბიშვილის წინაპრებს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ თუნდაც პატრიოტი ემიგრანტის შვილობა და შვილიშვილობა არ კმარა ამ პოსტის დასაკავებლად. საქართველოში ბევრია გამოცდილი დიპლომატი, ზურაბიშვილი ახლოსაც რომ ვერ მივა მათთან. საიდან გამოჩხრიკეს ეს ქალი, ჩემთვის მაინც გაუგებარია".
რევაზ მიშველაძე: "ამ ქალბატონის იწილო-ბიწილო ქართულით დავიტანჯე. ესწავლა მაინც მშობლიური ენა და ისე დაენიშნათ მინისტრად. თუ ისეა საქმე, რომ ქვეყანაში ნორმალური დიპლომატი არა გვყავს, საგარეო საქმეთა მინისტრად რომ დაგვენიშნა. ზურაბიშვილი "მაშველი რგოლია", მაშინ მართლა წასულია ჩვენი საქმე".

ვალტერ შურღაია: "ჯანრი კაშია და სალომე ზურაბიშვილი თავგამოდებით ებრძოდნენ ზვიად გამსახურდიას. სამწუხაროდ, გამოუვიდათ კიდეც, ზვიადს სახელი გაუტეხეს საფრანგეთში, ევროპაში, დეზინფორმაციას ავრცელებდნენ ორივე და თავად ზვიადი ამბობდა, რომ ამაში სუკი უხდიდა მათ".
მანანა არჩვაძე-გამსახურდია: "ჯანრი კაშია სუკის აგენტია, მისი ცოლიც – სალომე ზურაბიშვილიც. ამ დუეტს სძულდა ზვიადი და დიდი როლი ითამაშეს მის დამხობაში".
გია თორთლაძე: "სალომე ყოველ დღე იმასაც იძახის, ლავროვს მე გავაყვანინე ჯარები. რა გამოდის ახლა, სააკაშვილი გულზე ხელებდაკრეფილი იჯდა და სალომე ზურაბიშვილს ჯარები გაჰყავდა? რა გამოდის, რომ მიშა ბუტაფორიაა, ეგ ითავსებდა მინისტრის და პრეზიდენტის ფუნქციებსაც? ქვეყანას სალომე მართავდა? რატომ გვატყუებს? ყველამ კარგად ვიცით, ვინ რა გააკეთა".
გურამ პეტრიაშვილი: "სალომე ზურაბიშვილი როგორ შეიძლება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს? ეგ და მისი მეუღლე ჯანრი კაშია საქართველოს დაუძინებელი მტრები არიან. ჯანრი კაშია ჯერ იმას ამტკიცებდა, საქართველოსთვის ეროვნული დამოუკიდებლობა და საბჭოთა კავშირის დაშლა ნაადრევი იყოო, მერე ზვიად გამსახურდიას დიქტატორსა და ტირანს ეძახდა. არც ქალბატონი სალომე ჩამოუვარდებოდა მეუღლეს. ეგენი საქართველოში საერთოდ არ უნდა ჩამოეშვათ".
დავით გამყრელიძე: "სალომე ზურაბიშვილმა ნეპოტიზმი ააყვავა საგარეო საქმეთა სამინისტროში. რა ხდება? მისი ნათესავებისა და მეგობრების გარდა, არავის არა აქვს ამ სამინისტროში მუშაობის უფლება?"
თემურ შაშიაშვილი: "ზურაბიშვილმა ბავშვებით გაავსო თავისი სამინისტრო. მთავარია უცხო ენა იცოდე, მეტს არ კითხულობენ და არ ითხოვენ. წარმოიდგინეთ, რა დონეზეა ჩვენი დიპლომატია". სოსო ცინცაძე: "სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ქვეყანაში ისეთი ელჩი დავნიშნეთ, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამებიან ამ პოსტს. მასზე პასუხისმგებელი მინისტრია, მაგრამ რაღაც ვერ ვატყობ, ამ პასუხისმგებლობას სალომე ზურაბიშვილი გრძნობდეს".
ფიქრია ჩიხრაძე: "ნათესავებს ვინღა დაეძებს, თავისი შვილის მეგობარი არ დატოვა სალომე ზურაბიშვილმა უმუშევარი, ყველა სამინისტროში ან საელჩოებშია დასაქმებული. საინტერესოა, მთელ მის სანათესაოს, მისი და მისი შვილის სამეგობროს, ასე უცებ ყველას ერთად რომ აღმოაჩნდა დიპლომატიის ნიჭი".
ნოდარ ნათაძე: "ჯანრი კაშიას ეროვნული მოძრაობის ყველა ლიდერი სუკი-ს აგენტობას აბრალებდა. მისი მოღვაწეობა "ეროვნული მოძრაობის" პერიოდში ამის ეჭვებს ნამდვილად აჩენს.

კომენტარი