სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

12 ივლისს ქუთაისში უმეტესად უნალექო დღე და +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი. დღისით +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსი იქნება. მოსლოდნელია წვიმა.

მესტიაში იწვიმებს, დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, აქაც ნალექია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეში, სადაც დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს.

+31 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

გორში ღრუბლიანი ამინდი და +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში გამოიდარებს, დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +19 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +20გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ლაგოდეხში უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +37 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე და +35 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით ჰაერი +37 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +36 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი.

გრძელვადიანი პროგნოზი იმის შესახებ, თუ როგორი იქნება 2021 წლის ზაფხულის სეზონი საქართველოში, ნახეთ ამ ბმულზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100