სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქიბარ ხალვაში უკვე გათავისუფლებულია

ქიბარ ხალვაში უკვე გათავისუფლებულია- ამ ინფორმაციას ipn ავრცელებს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხათუნა პაიჭაძის განცხადებით ქიბარ ხალვაში აზერბაიჯანელ სამართალდამცავებს დღეს არ დაუკავებიათ და მისი დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე აზერბაიჯანში ქართულმა მხარემ შესაბამისი დოკუმენტაცია გაგზავნა. - წერს ipn

"ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ჩვენ აზერბაიჯანში ოპერატიულად გავგზავნეთ და ის უკვე გათავისუფლებულია. როგორც შევიტყვეთ, ქიბარ ხალვაში ისე მცირე ხნით შეაყოვნეს საზღვარზე, რომ ვერც მიხვდა, თუ დაკავებული იყო. პოლიტდევნილის სტატუსის მქონე პირებზე წითელი ცირკულარით ძებნა მოხსნილია, თუმცა დსთ-ს ქვეყნებში სხვა სამართლებრივი სტანდარტები არსებობს, რის გამოც ჩვენ ამ პირებს მივმართეთ თხოვნით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ჩამოსვლისგან თავი შეეკავებინათ", - აღნიშნა ხათუნა პაიჭაძემ.

ქიბარ ხალვაშის დაკავების შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მედიამ დღეს გაავრცელა. ამასთან, მთავარი პროკურატურისთვის ხალვაშის ადგილსამყოფელი უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100