სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილი: "მისტერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ ეს ხალხი სახლებში არ უნდა დაბრუნდნენ"

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ ტელეარხ "ფრანს 3"-ს ინტერვიუ მისცა.

ფრანგმა ჟურნალისტებმა მიხეილ სააკაშვილს საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ის განცხადებები შეაფასებინეს, რომლის თანახმად საფრანგეთის პირველმა პირმა რუსეთს საქართველოს მისამართით მუქარების შეჩერებისკენ მოუწოდა.

"მისტერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ ეს ხალხი საკუთარ სახლებს არ უნდა დაუბრუნდეს, რადგან ის მათ აღარ ეკუთვნის. როგორც ხედავთ, საკმაოდ ტრაგიკული ვითარებაა და ეს ხდება ევროპის კონტინენტზე. ეს არ შეეფერება 21-ე საუკუნის გამოწვევებს. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მიუხედევად იმისა, რომ ვითარება ტრაგიკულია", - განუცხადა სააკაშვილმა ფრანგ ჟურნალისტებს.

ტელეარხის წამყვანები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივითაც დაინტერესდნენ.

"საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. ჩვენ არა მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოგვიცხადა მხარდაჭერა, არამედ მთელმა ევროპამ. კიდევ ერთხელ განვაცხადებ, რომ საფრანგეთი ევროპის ლიდერი ქვეყანაა. ჩვენ ევროპელები ვართ და ვამაყობთ ამით", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100