სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეგან მარკლის და ყველანაირ ზღვარს გადავიდა - სამანტა მარკლიმ ახალ სკანდალი მოაწყო

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის სიყვარულის ისტორია ნამდვილს ზღაპარს ჰგავს - ერთი შეხედვით, თითქოს რთული იყო ამერიკელი გოგონა დედოფლის წითურ შვილიშვილს შეჰყვარებოდა, თუმცა ცხოვრება მოულოდნელი სიურპრიზებით სავსეა, წყვილი დაქორწინდა და ყველაფერი იდეალურად მიდის, რომ არა მეგანის ნათესავები...

წყვილის რომანის შესახებ გაჟღერებიდან მალევე მეგანის და-ძმამ ატეხა სკანდალი, ჟურნალისტებს უმტკიცებდნენ, რომ მეგანი ის არ იყო, ვინც საზოგადოებას ეგონა. შემდეგ მარკლის მამამ ჟურნალისტებთან კულუარული კომენტარისა და ფოტოების გამო პრესისგან ჰონორარი მიიღო.


ცოტა ხნის წინ სამანტა მარკლმა (მეგანის ნახევარდა მამის პირველი ქორწინებიდან) ახალი ძალებით დაიწყო მეგანზე შეტევა. ის მთელი მონდომებით ამტკიცებს, რომ ჰერცოგინია ძალიან ცუდი ადამიანია, ის საკუთარ მამასაც კი არ სცემს პატივს. სამანტა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მათმა მამამ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, მეგანი საკუთარ მშობელს აღარ ეკონტაქტება.


"ჰერცოუკანალი ვალდებულია საკუთარ მამას პატივი სცეს და კარგად მოეპყრას, რადგან ეს ის ადამიანია, რომელიც ყოველთვის გვერდით ედგა თავის შვილს, ამიტომ მეგანმა ქედი უნდა მოიხაროს მამის წინაშე. ის წარმოადგენს სამეფო ოჯახს და ცნობილი ადამიანია. მას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია თითოეული ადამიანის წინაშე, ამიტომ არ აწყენდა ცოტა მეტი სიკეთის გამოჩენა, განსაკუთრებით მამაჩვენთან მიმართებაში. ტომასს (მეგანის მამა) უფლება აქვს ილაპარაკოს, რაც სურს, მეგანი კი ყველაფერს მშვიდად უნდა შეხვდეს" - განაცხადა სამანტამ.


ყველაფერთან ერთად მეგანის დამ ჰერცოგინია დონალდ ტრამპს შეადარა, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს, ორივე მათგანი მზად არიან ყველაზე ახლობელი ადამიანები გაწირონ თავიანთი კეთილდღეობის სანაცვლოდ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100