ვინ დგას „@ტვირთა შოთო სიხარულიძემ“ - ის უკან?
იუთუბის ქართველი მომხმარებლებისთვის სახელი და გვარი შოთო სიხარულიძე კარგად არის ნაცნობი. „@ტვირთა შოთო სიხარულიძემ“ ეს წარწერა ყველას უნახავს, მაგრამ თავად შოთოს ბევრი არ იცნობს, ამიტომ droni.ge -მ გადაწყვიტა მასთან ინტერვიუ ჩაეწერა.
-საიდან გაჩნდა ვიდეოების ატვირთვის იდეა და როდის დაიწყეთ ეს საქმიანობა?
-იდეა 8 წლის წინ გაჩნდა, და ძირითადად გათვლილი იყო ემოგრანტებისთვის. მოგეხსენებათ ემიგრანტები, რა ყოფაში არიან საზღვარგარეთ, მონატრებულები არიან ყველაფერს ქართულს, ამიტომაც ერთ დღეს გამიჩნდა იდეა, რომ ემიგრანტებისთვის გამეკეთებინა საიტი, სადაც აიტვირთებოდა ქართული ვიდეოები. მაგრამ ეს არ გამოვიდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა იუთუბზე გვერდი „ქართული კლიპები ემიგრანტებისთვის“. მართლაც გაკეთდა და პირველივე დღიდან გახდა ძალიან პოპულარული.
-შემოსავალი თუ გაქვთ ამ ვიდეოებით?
-არ მაქვს და ხშირად ამბობენ, რომ მე ამაში ფულს ვიღებ, მაგრამ ეს ასე არ არის. ბევრ ტელევიზიას, გურიის ტელევიზიას, ქუთაისის, ხონის მეგატვ-ს მიაქვს ჩემი ვიდეოები სულ უფასოდ, და ისინი ამაში როგორც ვიცი ფულს აკეთებენ, მე კი შემიძლია ვთქვა, რომ ამაში ფულს არ ვიღებ.
-რაც შეეხება იმას, რომ შოთო სიხარულიძე აწერია, არა მარტო იუთუბის იუზერს, არამედ შენს ყველა ვიდეოს, ეს პოპულარობისთვის არის?
-არა ეს იმიტომ გავაკეთე, რომ როგორც აღვნიშნე ჩემი ვიდეოები მიაქვთ ბევრს, და ამიტომაც ჩავთვალე, რომ თუ ვიდეოსაც დავაწერდი ჩემს სახელს და გვარს აღარ მოიპარავდნენ, მაგრამ სამწუხაროდ არც ამან უშველა.
-საზოგადოებას რო უთხრა ვინ არის შოთო სიხარულიძე და რას მოღვაწეობს?
-შოთო სიხარულიძე არის 26 წლის ბათუმელი გადარეული გურული, ასე მეძახიან, დავამთავრე ტურიზმის ბიზნეს-აკადემია მასკი, ბათუმში ვმოღვაწეობ ძირითადად კომპიუტინგია ჩემი საქმიანობა, და ასევე პიარი, სადაც კონცერტი ან ღონისძიებაა ყველგან მეძახიან და მთხოვენ გაპიარებას, მაგრამ მე ამაში ფულს არ ვიღებ. ბევრი მომღერალი შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი აპიარებიტა და ატვირთული ვიდეოების შემედეგ გახდა პოპულარული.
-ამბობთ, რომ მომღერლებს აპიარებთ, რომ გვითხრათ, რომელი მომღერლებს გულისხმობთ?
მაგალითად: გიორგი შალვაშვილი, ანი მალაზონია, ფანდურა, მაცაცო თოხაძე, გიორგი და ლოლა წერეთელები, ეს ადამიანები დღეს საქართველოში ძალიან პოიპულარულები არიან, და მე ამაში დიდი წვლილი მიმიძღვის. არის ხოლმე ხშირად, რომ ქართული დიასპორა მთხოვს, რომ ჩავიყვანო ეს მომღერლები მათთან, მაგრამ იშვიათად ხერხდება.
კომენტარი