სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეიქმნა კომპიუტერული თამაში "ახლა შენ ატაკე თვალში თითი მოურინიოს"

მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალის" მწვრთნელმა, პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ, ერთ-ერთი ელ-კლასიკოს შემდეგ, მოსისხლე "ბარსელონას" მწვრთნელის თანაშემწეს, ტიტო ვილანოვას თვალში თითი ატაკა, ეს ფაქტი მთელი ესპანეთის განხილვისა და სჯა-ბაასის საგნად იქცა.

სანამ სხვები მსჯელობენ, ერთ-ერთმა ესპანურმა კომპიუტერული თამაშების შემქმნელმა ფირმამ უკვე გადაწყვიტა ამ შემთხვევით ხელის მოთბობა. ფირმამ დაიწყო ახალ კომპიუტერულ თამაშზე მუშაობა, რომელსაც სახელად არც მეტი, არც ნაკლები, "ახლა შენ ატაკე თვალში თითი მოურინიოს" - ერქმევა.

თამაში საკმაოდ მარტივია და სულ რამდენიმე დასაძლევ საფეხურს მოიცავს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მადრიდული კლუბის მწვრთნელი ევროპაში ბევრს არ უყვარს, თამაშის შემქმნელები ამ მარტივი გასართობიდან, სოლიდური მოგების მიღებას ვარაუდობენ.

ბოლოს გეტყვით, რომ "ახლა შენ ატაკე თვალში თითი მოურინიოს" შექმნის იდეა, რა თქმა უნდა, კატალონიელებს მოუვიდათ და ფირმა, სადაც ზემოაღნიშნული თამაში მოიფიქრეს, ბუნებრივია, კატალონიაში მდებარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100