სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მომავალი კვირიდან დაიწყება ბრძოლა კონკრეტული გეგმით და ოქტომბერში დამთავრდებიან" - ნიკა მელია

"წლების განმავლობაში მომავალს საფრთხეს უქმნის ყველა მოძალადე, ყველა ქუჩაში შლეგად მორბენალი, მარბიელი ორკი.

მოძალადეებზე უფრო საშიშია ყველა მოქალაქე, რომელიც იჯერებს რომ დარბევებში და ძალადობაში ხელისუფლება არაფერ შუაშია. ამ ხალხის „რწმენით“ იკვებება და სულდგმულობს ბიძინას ხელისუფლება.

ქუჩაში მორბენალ ორკზე უარესია კაბინეტში გამოჯგიმული კუჭავა, რომელიც „ვიშვიშებს“ და „გმობს“ ძალადობას!

ერთ მხარეს არიან ერთი მუჭა ხელისუფლებისგან გათავხედებული და გაქეზებული მოძალადეები, და მეორე მხარეს შეშინებული, დაზაფრული ხალხი.

ჩვენ კიდევ ერთხელ გვიწევს არჩევანის გაკეთება და უნდა ავირჩიოთ:

ან მოძალადეები და ექსტრემისტების სათარეშო ტერიტორია, ან ამაყი და გამბედავი საქართველო

ან ღარიბაშვილ-კობახიძე , ან მომავალი

ან ბიძინა, ან ჩვენი შვილების მომავალი

ან რუსეთი, ან ცივილიზაცია!

წელს წერტილი უნდა დაესვას საქართველოს ნგრევას და დაესმევა კიდეც. მომავალი კვირიდან დაიწყება ბრძოლა კონკრეტული გეგმით და ოქტომბერში დამთავრდებიან.

წუწუნის და ნიშნის მოგების დრო არაა, ბრძოლის დროა და ეს ბრძოლა იქნება! ბევრი იქნება ამ ბრძოლაში და ვიღაც არა, მაგრამ გაიმარჯვებს ის ვინც ბრძოლაში იქნება!

წერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია Facebook-ზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100