მამუკა მდინარაძე: არანაირი აქცია ჩვენი და ჩვენი მომხრეების მხრიდან დაგეგმილი არ არის
ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე სოციალური ქსელით დაანონსებულ აქციას ,,მე მჯერა ივანიშვილის“ ეხმიანება და მას ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ტყუილს, ,,ფეიქნიუსს“ უწოდებს.
,,ყველასთვის ცნობილია, რომ წინასაარჩევნო კამპანია გაჯერებულია ტყუილებით, ეგრედ წოდებული ,,ფეიქნიუსებით“, რომელსაც გვთავაზობს ნაციონალური მოძრაობა სხვადასხვა მედიასაშუალებებით.
ამ ბოლო დროს უფრო მეტად გააქტიურდნენ და ესეც არის ერთერთი ასეთი ფეიქი, რომელიც არ ვიცი რის საილუსტრაციოდ სჭირდებათ. ისინი აანონსებენ რაღაც აქციას ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერების სახელით და ამით ცდილობენ ალბათ, ეს ჩემი პირადი აზრია, რომ აჩვენონ საზოგადოებას, თითქოს ბიძინა ივანიშვილს ყავს მცირერიცხოვანი მხარდამჭერები , რადგან ბუნებრივია, ასეთ არაორგანიზებულ აქციაზე ადამიანები არ მივლენ.
არანაირი აქცია დაგეგმილი, არანაირი აქტივობა ჩვენი მომხრეების მხრიდან დაგეგმილი არ არის. მოვუწოდებ საზოგადოებას, არ წამოეგონ ნაციონალური მოძრაობის მიზანმიმართულ ტყუილებს და არ გააკეთონ დასკვნები მსგავსი ,,ფეიქნიუსებიდან“ გამომდინარე.
კომენტარი