სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უზბეკეთიდან ჩარტერული რეისი განხორციელდა

აქ და ახლა, თიბისის მხარდაჭერით უზბეკეთიდან ჩარტერული რეისი ჩამოფრინდა, რომლითაც საქართელოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ. გლობალური პანდემიის პერიოდში შეწყვეტილი საავიაციო მიმოსვლის გამო, ისინი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.


საქართველოს მოქალაქეების თბილისში ჩამოყვანა უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, საგარეო საქმეთა სამინისტრო და კომპანია „აირზენას“ მხარდაჭერით განხორციელდა. ასევე, პროცესში ჩართული იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელმაც დაბრუნებულები საკარანტინო სივრცეებით უზრუნველყო. თიბისი გაწეული დახმარებისათვის მათ მადლობას უხდის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100