სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით სერგეენკო: „რეცეპტულმა სისტემამ სააფთიაქო ნარკომანია 95%-ით შეამცირა“

დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რეცეპტული სისტემის შემოღებიდან განვლილი ერთი წლის შედეგები შეაჯამა. სერგეენკოს განცხადებით, რეცეპტულმა სისტემამ სააფთიაქო ნარკომანია 95%-ით შეამცირა. „ჩვენ სრული მოცვა არა გვაქვს, რომ ყველა აფთიაქში ნებისმიერი მედიკამენტის გაცემა ვაკონტროლოთ. თუ შევხედავთ, სამასზე მეტი შემთხვევა იყო, როდესაც ან ჯარიმა, ზოგ შემთხვევაში კი ლიცენზიის გაუქმებაც კი დაგვჭირდა. მთავარია, რომ თუ ეს იყო სისტემური პრობლემა, გახდა ეპიზოდური და იმედი გვაქვს, რომ მსგავს შემთხვევებს მინიმუმამდე ჩამოვიყვანთ“, - აღნიშნა სერგეენკომ.

გარდა აღნიშნულისა, შეხვედრაზე სააფთიაქო ნარკომანის, მედიკამენტების ხარისხის, ელექტრონული რეცეპტებისა და ჯენერიკების საკითხები განიხილეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100