სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი სტატუსის ორგანიზებით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ჯაზმატარებელი 19 ივლისს გავა

თიბისი სტატუსის ორგანიზებით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ტრადიციული ჯაზმატარებელი თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან 19 ივლისს, 08:45-ზე გავა.

ყველას, ვისაც ჯაზფესტივალის მინიმუმ ერთი ბილეთი აქვს, ბათუმში ჯაზმატარებლით ყოველგვარი საფასურის გარეშე შეუძლია გამგზავრება. ამისთვის მსურველებმა რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე უნდა გაიარონ - https://www.jazztrain.ge/

ჯაზმატარებლის მზაგვრებს თიბისი სტატუსისგან სიურპირზები, საჩუქრები და მუსიკალური მზგავრობა ელოდებათ.

ჯაზფესტივალი 18 ივლისს ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიხსნება. პირველ საფესტივალო დღეს კონცერტს კორი ჰენრი და ბენდი - The Funk Apostles ჩაატარებენ. 19 ივლისს, ჯაზფესტივალის მეორე დღეს, მსმენელის წინაშე ჯერ ჯგუფი MOKUMOKU წარდგება, რომლის შემდეგაც სცენას ჰოლანდიური ფანკ-ჯგუფი Kraak & Smaak დაიკავებს. ფესტივალს 20 ივლისს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი - ინკოგნიტო დახურავს.

ფესტივალის განმავლობაში ბათუმში, "ივერია ბიჩი" თიბისი სტატუსის სანაპიროდ გადაიქცევა. სანაპიროზე მოხვედრა სტატუსის მომხმარებლებისთვის 20%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი, სადაც დღის განმავლობაში ყველა დამსვენებლისთვის თიბისი სტატუსის საზღვაო საჩუქრები დარიგდება; 14:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, სპეციალურად გამოყოფილ ბარში, სასმელი უფასო იქნება; დღის სხვადასხვა მონაკვეთში კი სხვადასხვა მუსიკალური გაფორმებაა დაგეგმილი.

ჯაზფესტივალის ბილეთები იყიდება ონლაინ TKT.GE-ზე. თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის ონლაინ და სალაროში შეძენილ ბილეთებზე 20% ქეშბექი მოქმედებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100