საქართველოს და ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციის ერთობლივი ყრილობა ქართული მხარის ინიციატივით უკვე მეორედ ჩატარდა თბილისში
საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით და „ნიუ ჰოსპიტალსის“ მხარდაჭერთ 2016 წლის 10-12 ივნისს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჩატარდა საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის და ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციის მეორე ერთობლივი ყრილობა.
საქართველოს და ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციის ერთობლივი ყრილობა ქართული მხარის ინიციატივით უკვე მეორედ ჩატარდა თბილისში; მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე პროფესიული კონფერენციების დაგეგმვა ტრადიციულ მოვლენად ჩამოყალიბდება და ყოველწლიურ ხასიათს შეიძენს.
ყრილობას დაესწრო 16 ქვეყნის 300-მდე მონაწილე, მათ შორის საქართველოში მომუშავე ოფთალმოლოგთა უდიდესი უმრავლესობა.
ყრილობაზე მსოფლიოს მასშტაბით ოფთალმოლოგიის დარგში ბოლო წლის მიღწევები მიმოიხილეს. ყრილობის მონაწილეებისთვის 11 ივნისს პირდაპირ ეთერში მოხდა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის საოპერაციოდან ონ-ლაინ რეჟიმში უახლესი მეთოდებით მიმდინარე ოპერაციების ტრანსლირება ყრილობის საკონფერენციო დარბაზში და მათი განხილვა. მოხდა უახლესი ტექნოლოგიების წარდგენა და განხილვა, რაც ძალინ მნიშვნელოვანია ინოვაციების გაცნობისა და სიახლეების გაცვლის თვალსაზრისით, ასევე პროფესიული განვითარების და უწყვეტი განათლების კუთხით.
კომენტარი