ნაცმოძრაობა მორიგი საპროტესტო აქციისთვის ემზადება
ნიკა გვარამიასა და სხვა დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდამჭერი მომდევნო აქცია სასამართლოსთან, გვარამიასა და სხვა პირების პროცესის დანიშვნის შემდეგ გაიმართება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან გამართული აქციის შემდეგ განაცხადეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების განცხადებით, ისინი არ აპირებენ ბრძოლის შეწყვეტას და გამოიყენებენ ყველა საშუალებას, რათა ქვეყანაში აღარ იყოს უკანონობა და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრება.
კომენტარი