თიბისის მხარდაჭერით თბილისში Data Bootcamp-ი ჩატარდება
თიბისის განათლების პროგრამის
მხარდაჭერით და თბილისის ტექნოპარკის
ორგანიზებით 24-30 ნოემბერს Data Bootcamp-ი გაიმართება.
მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7 დღიან ინტენსიურ,
სასწავლო კურსებზე მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს და მენტორშიფ სესიებს ხელოვნური
ინტელექტის (AI) და მანქანური სწავლების (ML) მიმართულებით, ისწავლიან
იდეების სწორად გენერირებას და წარმატებული Pitching-ის პრაქტიკულ დეტალებს. ფინალურ დღეს კი შექმნილ პროექტებს, წარუდგენენ
ჟიურის წევრებს და რჩეული გუნდები და მონაწილეები დასაჩუქრდებიან სპეციალური
პრიზებით.
Data Bootcamp-ის პარტნიორია თიბისი. გურჯაანის,
ზუგდიდის და ბათუმის Data Bootcamp-ების მსგავსად, თბილისის ბანაკის რჩეულ
მონაწილეებსაც, თიბისი აძლევს შესაძლებლობას Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა
დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარონ. კურსი ითვალისწინებს
თიბისის პროფესიონალ ჯგუფთან ერთად მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის
მიმართულებით მუშაობას.
თბილისის Data Bootcamp-ში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს,
პროგრამირებაში გამოცდილ და Data Science-ით დაინტერესებულ პირებს, რომელთა ასაკიც
15 წელს აღემატება. დარეგისტრირდი:
https://mtr.cool/kvyjrdrmid
პროექტი ჩატარდება თბილისის
ტექნოპარკში, მისამართი: ინოვაციების ქ. N7.
კომენტარი