სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საგანმანათლებლო პროგრამები აჭარის მუზეუმებში

რეგიონში მოქმედ მუზეუმებში საგანმანათლებლო საქმიანობის გააქტიურებისა და მუზეუმების შემეცნებითი როლის გაზრდის მიზნით, წელს პირველად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებით დაიწყო პროექტი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა აჭარის მუზეუმებში, რომელიც გულისხმობს რეგიონში მოქმედი მუზეუმების ექსპოზიციის სპეციფიკის შესაბამისად შემეცნებითი პროგრამების შემუშავებას.

საგანმანათლებლო პროგრამის აპრობაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე ქობულეთის მუზეუმში დაესწრო.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა მუზეუმის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში - „ადამიანი საქმიანობა“ მიიღეს მონაწილეობა.

„სამინისტრო ცდილობს ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას, რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვებსა და მოზარდებს არტეფაქტების მეშვეობით ახლებურად გაიაზრონ, შეეხონ, შეიგრძნონ მუზეუმებში დაცული წარსული“- აღნიშნა ნათია სირაბიძემ.

საგანმანათლებლო პროგრამების მომზადების პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის ხელშეწყობით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100