მასწავლებელს, რომელიც თავის ორ მოსწავლესთან იწვა, 20 წლიანი სასჯელი ელოდება
44 წლის კერი ვიტი ამერიკის შტატ ალაბამას ერთ-ერთ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა იქამდე, სანამ მისი პირადი ცხოვრება სააშკარაოზე არ გამოვიდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ კერი თავის ორ მოსწავლესთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა. მათგან ერთი 16-ის, ხოლო მეორე 19 წლის იყო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.
გამოძიება 2016 წლის მარტში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ანონიმური ზარი შევიდა პოლიციაში. კერის დაკავება მხოლოდ ორი წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
"ჩვენ ვერასდროს მივხვდებით, ასე რატომ ხდება. სიმართლის რწმენა ნიშნავს ღვთის რწმენას, მაშინაც კი, როდესაც ცხოვრებას აზრი ეკარგება" - დაწერა კერიმ ტვიტერზე დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე.
თუ მას სასამართლო ბრალს დაუმტკიცებს, მოძალადე მასწავლებელს 20 წლიანი სასჯელი ემუქრება, მანამდე კი იმედს იტოვებს, რომ ნაფიცი მსაჯულები მის მიმართ შემწყნარებლები იქნებიან.
კომენტარი