კაბუმ გარეპა, შემოუთვალეს ბერა გაბრაზებულიაო და რამდენიმე წუთის წინ პოსტი წააშლევინეს, თუმცა ვიდეო მაინც გავრცელდა - ნახეთ, "ბიძინა და ჩვენი ბერა" (ვიდეო)
რეპერმა კაბუმ მელოდია გარითმა და სულ რამდენიმე წუთით დადო "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. მალევე წაშალა, თუმცა რამდენიმე ადამიანმა ის "იუთუბზე" ატვირთა და მალევე პოპულარული გახდა. არ დააყოვნა შემოთვლებმაც. მუსიკოსს უთხრეს, რომ ბერა ივანიშვილი გაბრაზებულია.
ბერა ივანიშვილის შავი სია სულ უფრო ვრცელი ხდება. სკანდალური სატელეფონო ჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ "მთავარ არხს" დაუკავშირდა რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც ოლიგარქის ვაჟის მხრიდან ძალადობის ფაქტები დაადასტურეს. ამ დრომდე ისინი ანგარიშსწორების შიშით დუმდნენ, მაგრამ ახლა საზოგადოებრივი პროტესტი ბერას წინააღმდეგ სულ უფრო მასშტაბური ხდება.
ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვიკავშირდებიან, ყვებიან, რომ მათი მისამართით მუქარის საფუძველი კრიტიკული პოსტები ან თუნდაც მუსიკა ხდებოდა, რომელიც ბერას არ მოსწონდა. ოლიგარქის განებივრებული შვილის ბრძნებით სადამსჯელო ბრიგადები ახალგაზრდებს ჯანმრთელობის დაზიანებითა და ახლობლებისთვის პრობლემების შემქნით ემუქრებოდნენ.
კომენტარი