კვირკველიას 90 წუთი და ჭანტურიას მორიგი გოლი
ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, კიევის “დინამოსთან” გასვლაზე მოპოვებული გამარჯვებით (2:0) საბა კვირკველიას “რუბინმა” ფლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, ხოლო ქართველმა მცველმა კიევში გამართულ მატჩში სრულად ითამაშა და უშეცდომოდ გაისარჯა.
მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა გიორგი ჩანტურიასა და გურამ კაშიას “ვიტესმა”, რომელმაც ასევე ჰოლანდიური AGOV-ი 4:0 გაანადგურა. ორივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადეგნლობაში იყო, ხოლო ჭანტურიამ 61-ე წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში 0:2 გახადა.
კომენტარი