სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში ახალ სარეკლამო რეგულაციებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა და დისკუსია გაიმართება

დღეს, 3 აპრილს, 15:00 საათზე „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა და დისკუსია "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ახალ სარეკლამო რეგულაციებთან დაკავშირებით.

ცვლილებები კანონში 1 აპრილიდან შედის ძალაში, დოკუმენტში განსაზღვრული რეგულაციები ეტაპობრივად, მომდევნო სამი წლის მანძილზე ამოქმედდება. კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად ყოველ სამაუწყებლო საათში რეკლამის 20 % -იანი ლიმიტია დაწესებული, რაც 1 საათში 12 წუთს შეადგენს. გაიმიჯნა სასპონსორო და სარეკლამო მომსახურების პირობები.

კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წარმომადგენელთა განცხადებით, კანონი უზრუნველყოფს სარეკლამო ბაზრის ბალანსირებულად სეგმენტირებას, რაც გაზრდის ბეჭდური და ონლაინ მედიის შემოსავალს.

მომხსენებელი არიან: კახა ბექაური, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი.

მოხსენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

შეხვედრა იმართება საქართველოს საზოგადოებრი საქმეთა ინსტიტუტის GIPA ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლის ინიციატივით.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: “Frontline კლუბი საქართველო” - ლადო ასათიანის #62

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაკავებულია ეფექტური მმართველობის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობით საქართელოში. დაარსებისთანავე ინსტიტუტმა თავი მოუყარა ბიზნესის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო სამსახურის წარმომადგენლებს. არსებობის 20 წლის განმავლობაში ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევებისა და ტრენინგების მეშვეობით ინსტიტუტმა თავისი წვლილი შეიტანა როგორც ეფექტური მმართველობის განვითარებაში სახელმწიფო, მუნიციპალურ და ადგილობრივდონეზე საქართველოში, ასევე დამოუკიდებელი და სიცოცხლისუნარიანი მედიის ჩამოყალიბებაში.დღეს ინსტიტუტი პასუხობს იმ გამოწვევას, რომელიც გარდამავალი პერიოდისათვის დამახასიათებელი ძვრების შედეგად საჯარო სექტორის როლის მნიშვნელოვანმა ცვლილებამ განაპირობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100