სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია „ნატახტარი“ ბარმენების პროფესიულ განათლებაზე ზრუნავს

დღეს, 23 ოქტომბერს, 13:00 საათზე ქ.ბათუმში კომპანია „ნატახტარი“ პროფესიულ კოლეჯიბლექსის“ (მის: ქ.ბათუმი, ლერმონტოვის 84) ბარმენების მოსამზადებელ კლასში სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს წარადგენს, რომელიც კომპანიის მხრიდან ბარმენების პროფესიულ განათლებაზე ზრუნვას ითვალისწინებს.

ღონისძიებაზე დამსწრე ჟურნალისტებს „ნატახტარის“ და „ბლექსის “ ბარმენების სკოლის წარმომადგენლები გააცნობენ პროექტის დეტალებს, ასწავლიან ლუდისგან გამაგრილებელი სასმელების დამზადებას და დააგემოვნებინებენ.

კომპანია საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული სასწავლებლებისა და კოლეჯების ბარმენების სკოლებს აღჭურვავს ლუდის ჩამომსმხმელი დანადგარებით, სპეციალური ჭურჭლითა და სხვა საჭირო მასალით, რათა მომავალმა ბარმენებმა უკეთესად აითვისონ ლუდის ჩამოსხმის ტექნიკა და აპარატურის მოვლის უნარები, რაც მომავალში საქართველოს ყველა ქალაქის და კუთხის ბარებში, პაბებსა თუ რესტორნებში უზრუნველყოფს მომხმარებელთა უკეთეს მომსახურებას და ლუდის მოხმარების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს. ანალოგიური ღონისძიება თბილისში, პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ ბარმენების მოსამზადებელ კლასში 2 ოქტომბერს გაიმართა.

„კომპანია ნატახტარი ზრუნავს ხარისხზე ლუდის წარმოების ყველა ეტაპზე, ამის დასტურია ევროპაში მიღებული მონდ სელექშენის ოქროს მედალიც. კომპანიის მიზანია ბარებსა და რესტორნებში ლუდის შეთავაზება და ჩამოსხმა პროფესიულ და მაღალ დონეზე ხდებოდეს. კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში მომავალ ბარმენებს, მიეცეთ შესაძლებლობა ლუდის ჩამოსხმა პროფესიონალურ დონეზე შეისწავლონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100