ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობები
მკვლელობა შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მიზეზის გამო. ზოგიერთი მკვლელობა ხდება მკვლელის ფსიქიკური აშლილობის გამო, ზოგი – უბედური შემთხვევის და ზოგიც – ეჭვიანობის გამო.
1. ჰადსონის ოჯახის მკვლელობა
უილიამ ბალფორმა მოკლა მსახიობის და მომღერლის ჯენიფერ ჰადსონის დედა, ძმა და დის შვილი ეჭვიანობის ნიადაგზე. უილიამი მივიდა ჰადსონების სახლში და დაინახა საჩუქარი კარებთან, რომელიც მისი აზრით ჯულიას, ჯენიფერის დას და მის ყოფილ მეუღლეს ეკუთვნოდა. ისინი ახალი დაშორებულები იყვნენ. უილიამმა დატოვა სახლი და ჯულიაც წავიდა სამსახურში. როცა ბალფორი დაბრუნდა ხელში იარაღი ეჭირა, მან ჯერ ესროლა ჯენიფერის დედას და ძმას. შემდეგ სახლიდან წამოიყვანა თავისი 7 წლის ვაჟი და სანამ მანქანას დაქოქავდა ესროლა საკუთარ შვილსაც.
2. თინეიჯერები ავსტრალიაში
ორი თინეიჯერი ეჭვობდა, რომ ერთერთის მეგობარი გოგონა სხვა ბიჭთან ერთად იყო. ერთერთმა ბიჭმა, მეგობარს უთხრა, რომ 3 ბიჭის ლაპარაკს მოჰკრა ყური, რომლებიც აპირებდნენ იმ ბიჭის მოკვლას, რომელიც მის გოგონას ხვდებოდა ფარულად. თან ისიც დაამატა, რომ ამის გაკეთებაში თვითონაც დაეხმარებოდა უცხო ბიჭებს. მეგობარიც დაეთანხმა, რადგან მას ეშინოდა ამ ბიჭის. როცა მკვლელობის დრო დადგა, ისინი ჩაუსაფრდნენ მსხვერპლს. უკნიდან თავში ჩაარტყეს დიდი ჯოხი და შემდეგ რამოდენიმე წუთის განმავლობაში ურტყამდნენ. როცა მსხვერპლი გაქცევას ეცადა, ბიჭებმა ხელი დაავლეს დიდ მორს და რამოდენიმეჯერ ჩაარტყეს თავში. მსხვერპლი დამარხეს იქვე მიწაში და ამიტომაც ეს მკვლელობა მალევე გაიხსნა პოლიციის მიერ.
3. მკვლელობა ღვინის საწყობში
რეიმონ სალსიდო ფიქრობდა, რომ მას ცოლი ღალატობდა თავის უფროსთან. მკვლელობებამდე მან ბევრი დალია, შემდეგ გაემართა ღვინის საწყობში. მან იცოდა, რომ იქ მთელი მისი ოჯახი და უფროსი იქნებოდა. იმ ღამეს მოხდა 7 მკვლელობა. რეიმონი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და საკუთარ თავს ვერ აკონტროლებდა. იმის მაგივრად, რომ მოეკლა მისი ცოლი და უფროსი, მათთან ერთად მთელი თავისი ოჯახი ამოწყვიტა: ცოლი, ორი ქალიშვილი, დედა, მისი ორი და და უფროსი. ერთერთი მსხვერპლი გადარჩა და მან ამ მკვლელობების შესახებ ყველაფერი უამბო პოლიციას. ეს იყო რეიმონის ქალიშვილი- კარმენი, რომელიც დამარხა მამამისმა დანარჩენ 6 მსხვერპლთან ერთად მინდორზე. გოგონამ მიწის ქვეშ გაატარა 36 საათი, სანამ არ იპოვეს ცოცხალი გვამებთან ერთად. როგორც ჩანს, კარმენი ყველაზე ზედაპირულად იყო დამარხული და ამიტომაც გოგონამდე ჰაერი აღწევდა.
4. მკვლელობა-თვითმკვლელობა
ქალს, ბელინდა ჯო ბეითს, უნდოდა , რომ გაეუქმებინა ქორწინება და ასეც მოიქცა. მისი ქმრისთვის გაუგებარი იყო გაყრის მიზეზი, მაგრამ ქალმა პირში მიახალა, რომ აღარასდროს შეხვდებოდა. როცა მისმა ეჭვიანმა ექს-ქმარმა, ბრაიან ბეითსმა გაიგო, რომ ბელინდა ხვდებოდა სხვა კაცს, გაემართა ფლორიდაში, სადაც ცხოვრობდა მისი ყოფილი ცოლი და მოკლა. 10 წლის ქორწინება დასრულდა გაყრიდან 6 თვეში. ბელინდას ეგონა, რომ შეძლებდა თავისი საიდუმლოს შენახვას, მაგრამ ვიღაცას გადაუწყვეტავს ლაპარაკი ბრაიანთან ამ ურთიერტობის შესახებ. როცა ბელინდა მოკლა, ბრაიანმა თავი მოიკლა.
5. ფერმერის მკვლელობა
პატრიკ დივინი იყო მდიდარი ფერმერი. მან თავისი ქონება მოიპოვა დიდი შრომის და მუშაობის შემდეგ. იმ ტერიტორიაზე მყოფ სხვა ფერმერებს შურდათ მისი და ეჭვობდნენ, რომ მას თავისი ქონება მხოლოდ მუშაობით არ ჰქონდა მოპოვებული. პატრიკი იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც არ ეშინოდა თავისი აზრის გამოთქმის,ყოველთვის სიმართლეს ამბობდა და იცავდა საკუთარ თავს შურიანი ფერმერებისგან, რომლებსაც წლების განმავლობაში ჰქონდათ უკმაყოფილებები პატრიკთან და კამათის დროს მათი ეჭვების დასამტკიცებლად მოჰყავდათ უაზრო არგუმენტები, მაგრამ ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ეს ამბავი სასტიკი მკვლელობით დასრულებულიყო. გარკვეულმა ადამიანებმა დაიქირავეს მკვლელები და სასტიკი წამებით მოაკვლევინეს პატრიკი.
კომენტარი