ქეთა თოფურია: „რა გამიწყალეთ გული! თუ საჭირო იქნება, კიდევ ვიმღერებ!...“
23 თებერვალს, მოსკოვში, ქეთა თოფურიას ლუჟნიკებში გამოსვლამ, ქართულ საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ვლადიმერ პუტინის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ქეთა თოფურიას სიმღერა, საპრეზიდენტო კანდიდატისადმი მხარდაჭერად იქნა აღქმული. "ჯეონიუსი" ტელეფონით დაუკავშირდა ქეთა თოფურიას:
ქეთა თოფურია:
"რა გამიწყალეთ გული, ვიმღერე და ვიმღერე, სხვა რა ვქენი ისეთი, საქართველოში ამხელა ამბავი რომ ატყდა. მე "ა-სტუდიო"-ს სოლისტი ვარ და ჯგუფის პროდიუსერი რომელ ღონისძიებასაც და გასტროლს დაგეგმავს, მე ეს არ მეხება და ამას მე არავინ მეკითხება.
ვისაც აინტერესებს, რატომ ვიმღერე, გადაეცით, რომ თუ საჭირო იქნება, კიდევ ვიმღერებ, მე მომღერალი ვარ და არა პოლიტიკოსი. დიახ, მე მაჭმევს და მასმევს მოსკოვი. იქ ვმუშაობ და იქ ვიღებ ფულს, რა არის ამაში გასაკვირი.
სხვა ქართველი მომღერლები რომ მღერიან მოსკოვში, სხვაზე არა აქვთ რეაქცია და ქეთა თოფურიაზე ატეხეს ამბავი. ახლა გასტროლებზე მივდივარ და არა მცალია, სხვა რა უნდა გითხრათ ისე, უკვე გითხარით",-განუცხადა "ჯეონიუსს" ქეთა თოფურიამ.
კომენტარი