სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში ხალხს რეფორმირებული მილიციის თვალწინ წვავენ

მოსკოვის ცენტრში, ლუბლიანას ქუჩაზე, მეტროსადგურ „ტექსტილშიკთან“ ახლოს ალმოდებული გოგონას სხეული იპოვეს. შემთხვევა გუშინ, დღისით–მზისით მოხდა, თანაც იმ ტერიტორიაზე, სადაც რეფორმირებული მილიციის რაზმები უნდა მოძრაობდნენ. როგორც რუსული მედიასაშუალებები იუწყებიან, ცეცხლის ალი გამვლელებმა შეამჩნიეს და თავდაპირველად იფიქრეს, რომ ნაგავი იწვოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ალში არა ნაგავი, არამედ ადამიანის სხეული იყო გახვეული, ცეცხლის ჩაქრობა სცადეს.

შემთხვევის ადგილიდან სულ რაღაც ათიოდ მეტრში კაფე მდებარეობს, იქვეა მეტროს ჩასასვლელიც. როგორც კრიმინალისტებმა მოგვიანებით გაარკვიეს, გარდაცვლილი ქალია, რომელიც ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს და მისი სხეული დაწვეს, რათა დანაშაულის კვალი დაეფარათ.

„ლაიფნიუსმა“ კი ამ წუთებში გაავრცელა ცნობა, რომ მოკლული ქალის ვინაობა უკვე დადგენილია. იგი 22 წლის, უკრაინაში მცხოვრები იულია კაბანოვაა. „ინტერფაქსი“ მიუთითებს, რომ გოგონა მოსკოვის ერთ–ერთ გარეუბანში ცხოვრობდა.

ექსპერტების დასკვნით, კაბანოვა ჯერ გაგუდეს, შემდეგ კი თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რის შემდეგაც დაწვეს. სიკვდილის მიზეზი სწორედ დამწვრობა გახდა. ექსპერტების თქმით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალიც ეტყობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100