„პატრიოტი“ ნინო ბურჯანაძე მონად და სეფექალად დაუდგება პუტინსა და მედვედევს
არცთუ დიდი ხნის წინ, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის საინფორმაციო გამოშვებაში ქალბატონი ნინო ბურჯანაძე პირდაპირ ეთერში ჩართეს. ცხადია, ოლიგარქმა ქალბატონმა თათხა და თათხა ეს ხელისუფლება და პრეზიდენტი ისე, რომ ისედაც წახდენილი იმიჯი სულ არ გაეცამტვერებინა, ფრთხილად მოეფერა რუსეთსა და პუტინს და ისაუბრა პუტინთან შეხვედრაზე.
ნინო ბურჯანაძე დაახლოებით 20 წუთი იყო პირდაპირ ეთერში, დაახლოებით ოცჯერ დაუსვა „კურიერის“ წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა ერთადერთი კითხვა – აღიარებთ თუ არა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებულიო? მოკვდა, გასკდა, ფეხსაცმლიდან ამოვარდა ქალბატონი ნინო და ცოცხალი თავით ამ კითხვას არ უპასუხა. აბა, რას იზამდა? რომ ეთქვა, კი, რუსეთი ოკუპანტიაო, პუტინთან ხელმეორედ აღარ ჩაესვლებოდა, ეთქვა, არა, არ არის რუსეთი ოკუპანტიო და დიდი ეჭვი მაქვს, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილები, რუსი ჯარისკაცების მიერ დახოცილი მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მშობლები, შვილები, დები და ძმები „კურიერის“ სტუდიიდან თმებით გამოათრევდნენ და ამით დასრულდებოდა ბურჯანაძის პოლიტიკანობის თამაში.
მარგარეტ ტეთჩერის უსახურმა კარიკატურამ ბოლოს ისღა მოახერხა ეთქვა _ განზრახ ნუ მიმეორებთ მაგ კითხვას და ნუ მიტრიალებთ, მხოლოდ იმას ვადასტურებ, რომ რუსეთის ჯარი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოდ დგასო. მეორე დღეს გამოვიდა ბურჯანაძის პარტიის ლიდერთაგანი ვახტანგ ყოლბაია და განგვიმარტა, თორემ ისე რა გვეშველებოდა: ქალბატონმა ნინომ რუსეთის ჯარის მიმართ სიტყვა „ოკუპანტი“ არ ბრძანა, მაგრამ უარესი უწოდა, „უკანონო ყოფნა“ ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე „ოკუპანტიო“. ცხადია, ბურჯანაძის ნამუსის მოსაწმენდად დაუკვეთა პარტიამ ყოლბაის, ესე და ესე თქვიო და რა ექნა ამ კაცს, პარტია როცა გავალებს, უნდა თქვა.
ქალბატონო ნინო და ბატონო ვახტანგ! მეზობლის მიწის ნაკვეთი რომ მივიტაცო, შემოვღობო და იქ სახლი მის დაუკითხავად და მშენებლობის ნებართვის გარეშე ავაშენო, აი, ეს არის „უკანონოდ ყოფნა“. მეზობელს კორპუსის ბინაში კარი რომ შევუმტვრიო, ცოლ-შვილით იქ გადავიდე საცხოვრებლად, მეზობლის ნების საწინააღმდეგოდ, აი, ეს გახლავთ „უკანონო ყოფნა“. ქალბატონ ნინოს წყნეთში აგარაკი რომ აჩუქეს (1 ლარად მიჰყიდეს), მერე ჩამოართვეს და ბურჯანაძეები იქ მაინც ცხოვრობდნენ რამდენიმე თვე, აი, ეს გახლდათ „უკანონო ყოფნა“, ხოლო მტერი რომ ტანკებითა და კბილებამდე შეიარაღებული ჯარით შემოგივარდება საკუთარ მიწა-წყალზე, ზემოდან სუ-25-ით დაგბომბავს და 400-ზე მეტ ტონიან და ტონანახევრიან ბომბს გადმოგაყრის, ბალისტიკურ რაკეტასაც გესვრის, 200-ზე მეტ მებრძოლ ვაჟკაცს და მშვიდობიან მოქალაქეს მოგიკლავს, უწლოვან გოგონებს გაგიუპატიურებს, ახალგაზრდა ბიჭებს მშობლების თვალწინ დახვრეტს, ქართველთა მოჭრილი თავებით ფეხბურთს ითამაშებს, აფხაზეთიდან 300 000 კაცს დევნილად აქცევს, ცხინვალის რეგიონდან – 65 000 კაცს, მერე იქ სამხედრო ბაზებს ააშენებს, მავთულხლართებს გააბამს „საზღვართან“ და ჯარს ჩაგიყენებს და ამ რეგიონებში აღარ შეგასუნინებს – აი, ეს გახლავთ ოკუპაცია. რა ვიცი, ქალბატონ ნინოს რომ ჰკითხო, დიდი იურისტი და საერთაშორისო სამართლის მცოდნეა და იმისთანას რას ელის პუტინისგან, რომ „ოკუპაცია“ და „ჯარის უკანონოდ ყოფნა“ ერთმანეთისგან ვეღარ გაურჩევია?

ნინო ბურჯანაძე ხან უკრაინაში დადიოდა ვიქტორ პინჩუკთან ფულის სათხოვნელად – როგორც ამბობენ, ახალი რევოლუციის დასაფინანსებლად, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი და ყოველმხრივ ლეგიტიმური ხელისუფლების დასამხობად, ხან რუსეთში – პუტინთან საიდუმლო მოლაპარაკებებზე, პარალელურად, ამერიკაში და დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც გამოჩნდება ხოლმე, ვითომ იმის საჩვენებლად – მთლად პრორუსული ლიდერი არა ვარ, დემოკრატიული სამყარო მხარს მიჭერსო. დიახ, ვიღაც შეიძლება „დაბოლდეს“ ბურჯანაძის დასავლური ვიზიტებით, სადაც ის მესამეხარისხოვან პოლიტიკოსებს ხვდება, მაგრამ რაც არ უნდა იხტუნაოს აქეთ-იქით, ბურჯანაძეს უკვე გამოუტანა საბოლოო განაჩენი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომელმაც თავის ოფიციალურ განცხადებაში რუსეთი – ოკუპანტად, ხოლო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად მოიხსენია. მანამდე, ევროსაბჭომ თავის არაერთ ოფიციალურ დოკუმენტში დააფიქსირა, რომ რუსეთი ოკუპანტია. ლიტვის სეიმმა, ჩეხეთის პარლამენტმა სპეციალური დადგენილება მიიღეს, სადაც ცალსახადაა დაფიქსირებული, რომ რუსეთი ოკუპანტია და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„პატრიოტი“ ნინო ბურჯანაძე, ქალი, რომელსაც პრეზიდენტობაზე აქვს პრეტენზია, ცოცხალი თავით, პუტინის შიშით, სიტყვა „ოკუპაციას“ ვერ ახსენებს, ეგ რომ პრეზიდენტად აირჩიონ, ვასალი კი არა, მონად და სეფექალად დაუდგება პუტინსა და მედვედევს. მაგრამ რა ქნას, დასავლეთი ვერა და ვერ მოაღორა, მასზე ფსონს არა და არ დებს არც ევროპა და არც ამერიკა, სხვა რა გზა აქვს – რუსეთს უნდა მიეკედლოს.

ისე, იმათ გასაგონად, ვისაც მაინც სწამს ნინო ბურჯანაძის პროდასავლურობის, ან იმისა, რომ ეს ქალი ბალანსის პოლიტიკას ემხრობა, მის გატარებას ლამობს და დასავლეთთანაც და რუსეთთანაც ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნების მომხრეა, ზაალ უდუმაშვილისეული კითხვა, ოღონდ სხვაგვარად მინდა დავუსვა: ქალბატონო ნინო, ეთანხმებით თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ევროსაბჭოს პოზიციას, ლიტვისა და ჩეხეთის პარლამენტების გადაწყვეტილებებს, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული? ვიცი, ამ კითხვის დასმის საშუალება ნინო ბურჯანაძესთან პირადად არ მექნება და ეგებ ჩემმა კოლეგებმა ამ ფორმით დაუსვან კითხვა ნინო ბურჯანაძეს, როცა ამის საშუალება ექნებათ. დამიჯერეთ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა-გაუცემლობა საბოლოოდ მოხსნის ყველა კითხვის ნიშანს ბურჯანაძის შესახებ.
1. თუ პასუხს გაექცა და დემაგოგიის მოშველიებით თავი აარიდა, მაშინ ჩათვალეთ, რომ პუტინის აჩრდილი მუდამ თავს დასტრიალებს.
2. თუ თქვა, ვეთანხმებიო და „ოკუპაცია“ ახსენა, მაშინ, ფუი ეშმაკს და, მეტი კითხვა აღარ დაუსვათ – პუტინის ჯადოს ეტყობა ძალა გასდის და აცალეთ ქალს გონზე მოსვლა.
3. თუ ისევ მიკიბ-მოკიბა და „უკანონოდ დგას რუსის ჯარი „და ეს უკანონობა“ „ოკუპაციაზე“ მაგარი სიტყვააო, მაშინ ისღა დარჩენია ნინო ბურჯანაძეს, საბოლოოდ გაემიჯნოს ევროპა-ამერიკას, რუსეთის დროშა დაიჭიროს ხელში და მიტინგებზე იმით იაროს.
ერთმა ნაცნობმა ჟურნალისტმა მითხრა, ბურჯანაძის პარტიის ოფისში პუტინ-მედვედევის დიდი სურათებიც აქვთ მომარაგებული და რუსეთის დროშაცო.
ერთმა ნაცნობმა ჟურნალისტმა მითხრა, ბურჯანაძის პარტიის ოფისში პუტინ-მედვედევის დიდი სურათებიც აქვთ მომარაგებული და რუსეთის დროშაცო.
ჰოდა, ისღა დაგვრჩენია, ახლა მაგ დროშისთვის ერთი კარგი გრძელი ტარი ვიშოვოთ და გავუგზავნოთ!
კომენტარი