სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაციონალური მოძრაობის უზნეო ტყუილს, რომელშიც ისინი ცდილობენ ჯარისკაცების დარწუმენბას, პასუხი გაეცემა ჰააგაშიც და სტრასბურგშიც.

ერთმანეთისგან გასამიჯნია ორი საკითხი , ერთი ის, რომ არც ჩვენს ჯარისკაცს, არც რიგითს , არც ოფიცერს, არც უმაღლესი საოფიცრო რანგის წარმომადგენელს არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო. ფაქტები ყველამ იცის, რეალური სიტუაცია, პოლიტიკური და სამხედრო მთელს მსოფლიოში ცნობილია და შეფასებული.

ჰააგის ტრიბუნალიდან, შესაბამისი კონვენციიდან რუსეთმა თავისი ხელმოწერაც კი გაიწვია, ვინაიდან თავისი პოზიციის უპერსპექტივობას ხედავს. არის მესამე საკითხი - წმინდა პოლიტიკური თემაა, თუ ვინ შეუწყო ხელი, რომ განხორციელებულიყო აგრესია და ოკუპაცია. ამ ორი თემის ერთმანეთთან აღრევა არის მთავარი ამოცანა რომელსაც დღეს ნაციონალური მოძრაობა მიყვება. ასე რომ, პროცედურა აქვს სასამართლოს, ამ პროცედურის მიხედვით, რასაკვირველია, შეიძლება გამოიკითხონ ჯარისკაცებიც, მონაწილე პირებიც, მაგრამ არავითარი პასუხისმგებლობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიოსთვის ცნობილია, არც მოსალოდნელი და არც სამართლებრივად საფუძვლიანი არ არსებობს.

ნებისმიერი შეიძლება იქნეს გამოკითხული, ეს არის ჩვეულებრივი სასამართლო პროცედურა. მეორე, ასეულობით მტკიცებულებაა წარმოდგენილი ჩვენი მხრიდან ჰააგის სასამართლოში და ძალიან ბევრი მტკიცებულება იყო მიფუჩეჩებული, თუ არა განგებ გადამალული, მათ შორის არის გამოყენებული რაკეტების, ისკანდერის ნამსხვრევები, რომელიც დიდი ძიების შემდეგ შემთხვევით იქნა აღმოჩენილი ერთერთ საწყობში .

ეს არის რეალობა და ამ რეალობის გადასაფარად ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ყოფილი და ეხლანდელი მომსახურე ჯარისკაცები დაარწმუნონ იმაში, თითქოს მათ რაღაც ემუქრებათ . ეს არის უზნეო ტყუილი და ამ ტყულს რასაკვირველია პასუხი გაეცემა ჰააგაშიც, სტრასბურგშიც.

კიდევ ერთს დავამატებდი, გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში ძალიან საეჭვო ვითარებაში ნაციონალურმა მოძრაობამ წაააგო ის სარჩელი, რომელიც თითქოსდა ეჭვს არ იწვევდა. დარღვეულია პროცედურები, მაშინ, როდესაც, ამ პროცედურების თაობაზე ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. ასე რომ, სახეზე გვაქვს ვითარების დამახინჯების და განზრახ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ეს არის იმდენად თვალსაჩინო, რომ არ მგონია ჩვენს ოპონენტებს ქონდეთ ამის საწინააღმდეგო განცხადება, თუ არა დემაგოგია. - აცხადებს გია ვოლსკი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100