ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის რეფორმები და მასში „გლობალური ალიანსის” ექსპერტების როლი დადებითად შეაფასა
საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში ბერნარ კუშნერი მიიღებს მონაწილეობას
გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს ბერნარ კუშნერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
ბერნარ კუშნერმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმები - საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცენდენტო პროგრამები დადებითად შეაფასა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს გლობალური კონფერენციის - „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში - საქართველო და მსოფლიო“ როლზე, რომლის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ბერნარ კუშნერს საქართველოს ჯანდაცვის რეფორმირებაში აქტიური ჩართვისთვის და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს 2008 წელს რუსეთ საქართველოს ომის ყველაზე კრიტიკულ დღეებში სტუმრობისთვისა და დახმარებისთვის: „მინდა განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს, ბატონ ბერნარდ კუშნერს, ადამიანს, რომელმაც აგვისტოს ომის დროს 2008 წელს ომის წინა ხაზზე მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად ინაწილებდა იმ რისკებსა და საფრთხეებს, რომელიც მაშინ მომდინარეობდა. ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როცა ბატონი ბერნარდ კუშნერი ჩენს მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდა ფრონტის წინა ხაზზე მაშინ, როცა ბომბები ცვიოდა ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში. ეს ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება“.
საქართველოს პრემიერმა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და უკვე განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა და დადებითად შეაფასა „გლობალური ალიანსის“ ჩართულობა: „ბატონი კუშნერი სულ სხვა ამპლუაში ჩამობრძანდა საქართველოში. იგი გახლავთ პროფესიით ექიმი, რომელიც 7 წელი იყო საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი. მას აქვს განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები ჯანდაცვის სფეროში საფრანგეთში, ამიტომ მისი და „გლობალური ალიანსის“ აზრი და რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
პრემიერი ასევე შეეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელსაც წარმატებული, უპრეცედენტო და უაღრესად მნიშვნელოვანი პროგრამა უწოდა: „ეს არის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს დაავადების ბოლომდე აღმოფხვრას. დღეს საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა არის ხელმისაწვდომი ყველასთვის და ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებმაც თითქმის ბოლომდე დაამარცხეს ეს ვირუსი. პირველი ეტაპის შემდეგ გვაქვს შესაძლებლობა უკვე დავიწყოთ მეორე ეტაპი. ეს იქნება მართლაც საერთო გამარჯვება, რადგან დავამარცხებთ ძალიან დიდ პრობლემას, რომელსაც ჰქვია C ჰეპატიტი. ეს წარმატება არის ჯანდაცვის სწორი პოლიტიკის შედეგი. ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებაში ჩვენი მინისტრის, ბატონ სერგეენკოს როლი მინდა აღვნიშნო და მის გუნდს, მთელ სამინისტროს დიდი მადლობა გადავუხადო, თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ამ პროექტების განხორციელებაში“.
კონფერენციაზე, საქართველოს ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერმაც ისაუბრა. ბერნარ კუშნერმა დადებითად შეაფასა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, პროექტები და პროგრამები და ჯანდაცვის სამინისტროს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადასაერთაშორისო კონფერენციას მთავრობის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ
გლობალური ალიანსი ჯანდაცვის საერთაშორისო ექპერტების ჯგუფია, რომელიც უმაღლესი კლასის პროფესიონალებითა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებით არის დაკომპლექტებული.
კომენტარი