სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანჯელინა ჯოლი იმ ბიჭს შეხვდა, რომელსაც მსახიობის ტატუ ხელზე ჰქონდა ამოტვიფრული

ცოტა ხნის წინ 44 წლის ანჯელინა ჯოლი ლონდონში იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთ მიუზიკლს დაესწრო. წარმოდგენის შემდეგ მან შემოქმედებით ჯგუფთან შეხვედრა გადაწყვიტა, რომლის შემადგენლობაშიც ალექს-ტომას სმიტიც შედიოდა.

ბიჭი ბავშვობიდან ჯოლის დიდი თაყვანისმცემელია და მისი შესრულებული როლებიდან ყველაზე მეტად მისის სმიტის გმირი მოსწონს, რადგან სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, ენჯი სწორედ ალექსის გვარს ატარებს იმ კინოსურათში, რომელმაც ჯოლის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. სმიტს მკლავზე ანჯელინას ტატუც ჰქონდა გაკეთებული და დიდი სიამაყით უჩვენა კიდეც თავის კუმირს.

ჯოლისთვის ძალიან ემოციური იყო ის მომენტი, როდესაც ბიჭმა მას ცოცხალი ლეგენდა უწოდა. მსახიობმა ტატუს ქვეშ თავისი ავტოგრაფიც დატოვა. თავის მხრივ ალექსს თაყვანისმცემლებმა ურჩიეს, რომ ჯოლის ავტოგრაფზე ზემოდან ტატუ გაეკეთებინა, რათა ხელმოწერა სამუდამოდ შეენარჩუნებინა.




კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100