რუსი ჟურნალისტები ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ
რუსი ჟურნალისტები შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ.
შსს-ს ცნობით, დელეგაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დაათვალიერა და სამინისტროში გატარებული და მიმდინარე რეფორმების გაცნობის მიზნით პოლიციის ახლადაშენებული შენობები მოინახულა.
გარდა ამისა, უცხოელი ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ესტუმრნენ, სადაც მათ დეტალურად გააცნეს, როგორ ხდება ავტომობილებისთვის სანომრე ნიშნებისა და მართვის მოწმობების გაცემა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებისა და ბეჭდური მედიის, ასევე ტურპერატორების წარმომადგენლების 16-კაციანი დელეგაცია საქართველოს რამდენიმედღიანი ვიზიტით სტუმრობს.
კომენტარი