სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თავისი ხალხის სიცოცხლის ფასად, პუტინს ერთგულებას უმტკიცებს" - უფლებადამცველები კადიროვს ომში დაღუპული ადამიანების რაოდენობის გამხელას სთხოვენ

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს, რამ­ზან კა­დი­როვს მო­უ­წო­დე­ბენ უკ­რა­ი­ნის ომში და­ღუ­პუ­ლი ჩე­ჩე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბის რე­ა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა და­ა­სა­ხე­ლოს. მათი ცნო­ბით, კა­დი­როვ­მა უკ­რა­ი­ნის ომში უამ­რა­ვი სამ­ხედ­რო გაგ­ზავ­ნა მო­ხა­ლი­სედ და პრი­ვი­ლე­გი­ებ­საც შეჰ­პირ­და, თუმ­ცა ბოლო დღე­ბია არც იქ მყო­ფებ­ზე, არც და­ღუ­პუ­ლებ­სა და მათ ოჯა­ხებ­ზე არა­ფერs ამ­ბობს. kavkaz-uzel.eu ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­დი­რო­ვის გან­ცხა­დე­ბით, ომში, მხო­ლოდ პირ­ველ ეტაპ­ზე, 3 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და, მათ­გან 600 მო­ხა­ლი­სე იყო, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ პე­რი­ო­დუ­ლად კა­დი­რო­ვი, რო­გორც ჩეჩ­ნე­თის, ასე­ვე, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის და­ნარ­ჩე­ნი რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან ჯა­რის­კა­ცებს გზავ­ნის. შე­სა­ბა­მი­სად, კა­დი­რო­ვის დუ­მი­ლი იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის და­მალ­ვა შემ­თხვე­ვი­თი არაა. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, კა­დი­როვ­მა უკ­რა­ი­ნის ომში და­ღუ­პუ­ლე­ბის "გმი­რო­ბის ორ­დე­ნი" მათ ახ­ლობ­ლებს გა­დას­ცა, თუმ­ცა მათ შო­რის არ ყო­ფი­ლა უამ­რა­ვი ჩე­ჩე­ნი, რო­მელ­თა მო­ძი­ე­ბა­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი დიდი ხა­ნია ითხო­ვენ, თუმ­ცა მათი კვა­ლი არ ჩანს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100