სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კანადაში ჰოკეის ისტორია შეიცვალა

კანადაში უძველესი ჰოკეის ყვანჯი აღმოაჩინეს. მეცნიერების თქმით, ის 1835-38 წლებში უნდა იყოს დამზადებული. ანუ სპორტის ამ სახეობით ადამიანები მე-19 საუკუნის 30-იან წლებშიც კი იყვნენ დაინტერესებულნი.

ყვანჯის ახლანდელი მფლობელი ვინმე მარკ პრესლია, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობის ნივთი 2008 წელს მიტოვებულ საპარიკმახეროში უნახავს და სახლში წაუღია.

აბა, რა იცოდა პრესლიმ, მის მიერ ნაპოვნი ყვანჯი პირველი თუ იქნებოდა ჰოკეის ისტორიაში.

ამ ფაქტმა კანადაში, სადაც ჰოკეი უზომო პოპულარობით სარგებლობს, ცხადია, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მეცნიერებმა უკვე რამდენიმე ექსპერტიზა ჩაუტარეს ყვანჯს და დაადგინეს, რომ ის უიშვიათესი მასალითაა დამზადებული.
ცნობისთვის: აქამდე უძველესად ითვლებოდა 1850 წელს დამზადებული ყვანჯი, რომელიც 2006 წელს აუქციონზე 1,9 მილიონ დოლარად გაიყიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100