სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ალ-ქაიდა“ მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლით იმუქრება

საერთაშორისო ტერორისტულმა ქსელმა „ალ-ქაიდამ“ მორიგი განცხადება გაავრცელა და შემზარავი აფეთქებებით დაიმუქრა.

ამჯერად „ალ-ქაიდას“ სამიზნე ივნისში, სამხრეთ აფრიკაში გასამართი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატია.

ტერორისტების თქმით, ისინი დიდ სიურპრიზს უმზადებენ აშშ-ის, გერმანიის, იტალიის, ინგლისის და საფრანგეთის ნაკრებებსა თუ გულშემატკივრებს, რადგან სწორედ ეს ქვეყნები მონაწილეობენ ისლამის საწინააღმდეგო კამპანიაში.

„ალ-ქაიდა“ წინასწარ აფრთხილებს მთელ მსოფლიოს, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ სტადიონებზე ბომბებს ისე დავამონტაჟებთ, რომ ვერანაირი უშიშროების სამსახური ვერ შეძლებს მის განეიტრალებასო.

„ვიცით, რომ ამ განცხადების შემდეგ ამერიკიდან სპეციალურ აპარატურას ჩაიტანენ სამხრეთ აფრიკაში, რათა უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გააძლიერონ, მაგრამ ეს მათ არ უშველით“ - ნათქვამია ტერორისტების განცხადებაში.

ძნელი სათქმელია, რას მოახერხებენ ტერორისტები და რას ვერა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ამ განცხადებით უკვე დიდი პანიკა გამოიწვიეს მთელ საფეხბურთო სამყაროში... იმედი ვიქონიოთ, რომ ტერორისტების გეგმები ვერ განხორციელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100