სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

24 წლის ბაჩანა ქვლივიძე გადარჩენისთვის იბრძვის

11 აგვისტოს ნადარბაზევთან ტრაგედია დატრიალდა. „მინივენის“ მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და გზის გადაღმა სამ ახალგაზრდას დაეჯახა. შედეგად 2 ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 24 წლის ბაჩანა ქვლივიძე მძიმედ დაშავდა. ახალგაზრდა სასწრაფოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ბაჩანას ქალატვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, კისრის მეორე მალის სხეულის ფრაგმენტირებული მოტეხილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ელენთის ტრავმული დაზიანება, ჰემოპერიტონეუმი, ორივე ფეხის, განსაკუთრებით მარცხენა წვივის დიდი ზომის ღია ნაფლეთოვანი ჭრილობა ჰქონდა.

დაშავებულს სასწრაფო ოპერაციები ჩაუტარდა, რის შემდეგაც, თვენახევარი კომურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დაახლოებით ერთი თვის წინ ბაჩანა ჰოსპიტალიდან გამოწერეს, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავაც მძიმეა და ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს. მდგომარეობას ის ართულებს, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია და მკურნალობის თანხები არ გააჩნიათ.

როგორც დაზარალებულის დედა, ხათუნა ქვლივიძე for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, მიღებული ტრამვის შედეგად მის შვილს ფსიქიური პრობლემაც განუვითარდა, რაც მის მდგომარებას კიდევ უფრო ართულებს. გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის, ტურიზმის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი დღეს სიცოცხლისთვის იბრძვის, მაგრამ ამისთვის ოჯახს სახსრები არ გააჩნია.

ხათუნა ქვლივიძე: მომხდარ ავტოავარიას ჩემი შვილი შემთხვევით გადაურჩა. უმძიმესი მდგომარეობით სასწრაფომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. თვენახევარი რენაიმაცულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იყო. ორივე ფეხის წვივი დამტვრეული და კისრის ორი მალა ჰქონდა გატეხილი, თავში ჰემატომა, ელენთა გახეთქილი... უმძიმესი მდგომარეობა იყო, ძლივს გადავარჩინეთ სიკვდილს.

სოციალურად დაუცველები ვართ და საავადმყოფოს მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ სრულად დაფარა, მაგრამ უკვე გამოვედით საავდმყოფოდან და დაიწყო ჩვენი პრობლემები - ბავშვს ფსიქიური აშლილობა განუვითარდა. მე კი, არ მაქვს საშუალება, რომ შვილს ვუმკურნალო. გარდა იმისა, რომ ვარ სოციალურად დაუცველი, ვარ მარტოხელა დედა და უსახლკარო. ბავშვს სჭირდება რეაბილიტაცია, რასაც ძალიან დიდი თანხები სჭირდება. არ მაქვს სამსახური, არ მაქვს თავშესაფარი, რომ შვილი ნორმალურ ვითარებაში მყავდეს. ბავშვი აბსოლუტურად ძველ დროშია, ახალი დრო არ ახსოვს, მაგრამ რაც მთავარია აგრესიული გახდა. ბავშვი, რომელიც ყოველთვის მორიდებულობით გაოირჩეოდა, ახლა ხელს მირტყამს და თუ რამე ხელთ მოხვდება ისვრის.

რამდენადაც ვიცი, ქირის გადაუხდელობის გამო გიწევთ ბინის დაცლა...

– დიახ, ვერ ვახერხებ ქირის გადახდას, რის გამოც ქუჩაში დარჩენაც გვემუქრება. მამის პენსიით და სოციალური დახმარებით ვცხოვრობდით. სახლში მყავს 80 წლის მამა, რომელსაც განგრენის ნიშნები აქვს და ფეხის თითი მოკვეთეს. ფეხიდან ლიმფა სდის და იმას ცალკე მკურნალობა და მოვლა სჭირდება, მაგრამ მამაზე უკვე აღარ ვლაპარაკობ.

თავიდან მაღალი ქულა გვქონდა, მამაჩემი 60 ლარს, მე და ჩემი შვილი 40–40 ლარს ვიღებდით, მაგრამ ახლა ქულა აგვიწიეს და სოციალურსაც ძალიან ცოტას - სამ კაცზე 90 ლარს ვიღებთ, ეს არის დღეს ჩვენი შემოსავალი.

თქვენთვის თუ არის ცნობილი იმ პიროვნების ვინაობა, ვინც დაეჯახა თქვენს შვილს, თუ ჰქონდათ თქვენთან რაიმესახისკომუნიკაცია?

– რა თქმა უნდა ვიცი, მაგრამ ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. რამდენადაც ვიცი, ახლა დაიჭირეს, მაგრამ გირაოთი აპირებს გამოსვლას.

ქალბატონო ხათუნა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა შეიძლება სახლემწიფომ გააკეთოს?

– ყველას ვთხოვ, თუკი ვინმე გაიგებს ჩემს გაჭირვებას, იქნებ დაგვეხმაროს, რომ ჩემი ერთადერთი შვილი გამოვიყვანო ამ მდგომარეობიდან... მე არანაირი საშუალება არ მაქვს... ორივე ფეხი ფიქსატორებში აქვს, ვერ დადის, ლოგინს არის მიჯაჭვული, საავადმყოფოში სეფსისი განუვითარდა, მაგრამ ადგილზე უშველეს. ამ ეტაპზეც აქვს მაღალი ტემპერატურა, აქვს ფეხის უმძიმესი ტკივილი. ისევ რომ დავბრუნდეთ საავადმყოფოში, უკვე უაფსოდ არავინ გვიმკურნალებს, თანხა უნდა გადავიხადო, რომელიც არ გამაჩნია. მივმართე როგორც მერიას, ასევე გამგეობას, ყველამ ერთი პასუხი გამცა: მხოლოდ ოპერაციებს ვაფინანსებთო. ჩემისთანა მდგომარეობში მყოფ ადამიანებს თანხით ვერ ეხმარებიან.

რა გავაკეთო არ ვიცი, ორივე ფეხზე ყოველ მეორე დღეს გადახვევები სჭირდება. პოლიკლინიკაში მის გადაყვანას ვერ ვახერხებთ, როგორ გითხარით, ლოგინს არის მიჯაჭვული. ექთანი სახლში უნდა გამოვიძახოთ, მაგრამ რა გადავუხადო? ჩემით ვცდილობდი გადახვევების გაკეთებას, თუცა სერიოზული ჭრილობები აქვს და სახიფათოა. გარდა ამისა, გადახვევებისთვის გვჭირდება შესაბამისი წამლები და მასალები. მე კი იმის საშუალებაც არ მაქვს, რომ ბინტი და ბამბა შევიძინო, მედიკამენტებზე საუბარიც ზედმეტია. არ ვიცი რა ვქნა, რომ ჩემს შვილს ვუშველო

თავიდან ნათესავები დამეხმარენ, მაგრამ ფსიქიატრის ერთი ვიზიტი 50 ლარი ჯდება, ყოველ მეორე დღეს 20 ლარს ვიხდიდი ფეხის გადახვევაში. თანხაც ამოიწურა, მათხოვრად ხომ ვერ დავეგები, რაც მქონდა ყველაფერი გავყიდე, უკვე გასაყიდიც არაფერი მაქვს. პლუს ამას ღია ცის ქვეშ ვრჩებით. არავინ მყავს ვინც ჩემს დახმარებას შეძლებს. არ ვიცი რა გავაკეთო შვილის გადასარჩენად. ვთხოვ ყველას, თუკი ვინმე გაიგებს ჩემ გაჭირვებას, იქნებ დამეხმაროს, რომ ჩემი ერთადერთი შვილი გამოვიყვანო ამ მდგომარეობიდან.

მივმართავთ ასევე ბიზნესმენებს, დაეხმარონ 24 წლის ახალგაზრდას სიცოცხლის შენარჩუნებაში.

ბაჩანას დედის, ხათუნა ქვლივიძის ტელ. ნომერი: 557 77 47 79 ან 574 16 47 97

ლიბერთი ბანკის ანგარიშის ნომერი:

ანგ. GE09LB0211169985380000

ბ/კ: LBRTGE22


https://youtu.be/rEWfVXxYIbI

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100