სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

11 ბედნიერი ფოტო ბავშვებისა, რომლებიც აუტიზმზე წარმოდგენას შეგაცვლევინებთ - ისტორიები, რომლებიც უნდა იცოდეთ

არაკომერციული ორგანიზაცია Spectrum Inspired უფასო ფოტოსესიას ატარებს აუტიზმის სპექტრის ბავშვებისთვის. ამ ფოტოსესიის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება და გაკრვეული კლიშეების რღვევა, რომელთა არსებობის გამოც აუტიზმის სპექტრის ადამიანები ზარალდებიან.

ფოტოებში კარგად ჩანს, რომ აუტისტი ბავშვები საზოგადოების ისეთივე სრულყოფილი წევრები არიან, როგორც დანარჩენები, ისევე უხარიათ, განიცდიან, შეუძლიათ ურთიერთობა და მათთან მიმართებაში ბარიერები არ უნდა არსებობდეს. აუტიზმის სპექტრის ადამიანები სამყაროს თავისებურად აღიქვამენ და ძალიან ნიჭიერები არიან. მშობლების სიყვარულის გარდა, მათ საზოგადოების მხრიდანაც სჭირდებათ სითბო და ყურადღება.

ეივერი ვინტერ ბოლსი, 4 წლის, ტექსასიდან

„ჩემი გოგონა ცეკვავს, მღერის და ძალიან უყვარს თავისი ძამიკო. მისი ღიმილით ოთახი ნათდება, სხვაგვარად აღიქვამს სამყაროს და იცის, როგორი ჭკვიანიცაა“ - ეივერის დედა.

მაქსველი, 9 წლის, კალიფორნიიდან

მაქსველი პირდაპირი, გულღია და ძალიან კეთილი გულის ბავშვია, მას უნდა, რომ სამყაროს შესახებ ყველაფერი შეისწავლოს.

ბრენდანი 17 წლის და ლილიანა 7 წლის, ტექსასიდან

„აუტიზმი არ არის მზიანი და ცისარტყელებიანი ისტორია, ის ძალებს გართმევს, თუმცა სანაცვლოდ ძალიან დიდ ბედნიერებას იღებ, ამის მაგალითი კი ჩემი შვილები არიან - ჩვენ ერთმანეთთან უსაზღვრო და ძლიერი სიყვარული გვაკავშირებს“ - აცხადებს ბრენდონისა და ლილიანას დედა.

კალილი, 3 წლის, არიზონადან

ის ძალიან ნიჭიერი, ამბიციური, ჭკვიანი და მეგობრული ბავშვია

მენსონი, 4 წლის, პენსილვანიიდან

„მას შემდეგ, რაც დიაგნოზი გავიგეთ, იძულებულნი ვიყავით სპეციალურ პროცედურებზე გვევლო, რომელიც კვირაში 35 საათი იყო ჯამში. მენსონს სპეციფიური ბავშვობა აქვს, თუმცა ყოველ ღამე, როცა გვესმის, როგორ გვისურვებს ტკბილ ძილს, ვხვდებით, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ“ - მენსონის დედა.

ალექსი, 6 წლის, კანადიდან

„იცით ალექსს რა შეუძლია ნებისმიერს ასწავლოს? სიყვარული. მას უყვარს ყველა და სურს, რომ ყველა ბედნიერი იყოს“ - ალექსის დედა

ალექსი, 3 წლის, კალიფორნიიდან

„ის შეიძლება ერთი შეხედვით უხეში მოგეჩვენოთ, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან ფაქიზი და ფრთხილი ბავშვია, რომელსაც გარშემომყოფები უზომოდ უყვარს“ - ალქესის დედა.

კენედი, 4 წლის, არიზონადან

„ჩემი გოგონა ძალიან მოსიყვარულე, მეგობრული და ცნობისმოყვარეა, უყვარს ფოტოგრაფია და ცხოველები“ - კენედის დედა.

კლერი, 10 წლის, კოლუმბიიდან

„ჩვენ ოთხი ბავშვი გვყავს და ძალიან დაკავებულები ვართ, კლერს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება ჩვენგან დანარჩენებთან შედარებით, თუმცა მთელს ოჯახს ძალიან დიდ სიყვარულს გვჩუქნის და ეს ყველაფერს აბალანსებს“ - კლერის დედა.

რიუ, 6 წლის, სან-დიეგოდან

„სამი წლის წინ დასმულმა დიაგნოზმა ძალიან შეგვაშფოთა, თუმცა ახლა ჩვენს თვალწინ დიდი პროგრესია და იმედი გვაქვს, რიუ მალე მოახერხებს და საზოგადობის სრულფასოვან წევრად იგრძნობს თავს“ - რიუს დედა.

ჯიმი, 3 წლის, პენსილვანიიდან

„აუტიზმის არ არის მარტივი, თუმცა ჯიმის სიყვარული ძალიან ადვილია. შეუძლებელია ის არ გიყვარდეს, ჯიმიმ სხვა ადამიანად მაქცია“ - ჯიმის დედა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100