ტყვიის დიდი რაოდენობა აღმოჩნდა საკვებში, მათ შორის სუნელებში, ასევე სათამაშოებში - ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც ახლად გარემონტებულ სახლებში ცხოვრობენ
დგინდება, რომ თითქმის ყველა სამშენებლო მასალა ტყვიით არის დაბინძურებული - საგანგაშო კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ რომ მავნე ნივთიერების ზღვარი დასაშვებს 200-ჯერ აღემატება.
სიცოცხლისთვის საშიშია ასევე საკვები და სათამაშოებიც.
ტყვიის დიდი რაოდენობა აღმოჩნდა საკვებში, მათ შორის სუნელებში, ასევე სათამაშოებში. კვლევის მიხედვით, ტყვიის დასაშვებ ზღვარზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა სათამაშოებიდან მანქანებში, მატარებლებში, კუბებში, ასაწყობ „ფაზლებში“. შედეგებიდან ირკვევა, რომ ნივთიერება დიდი რაოდენობით საკანცელარიო ნივთებშიც დაფიქსირდა. კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებიც ახლად გარემონტებულ სახლებში ცხოვრობენ.
„ყოველ მეხუთე ნივთში, რომელთანაც შეხება აქვს მოსახლეობას, აღმოჩნდა ტყვიის ჭარბი რაოდენობა. სუნელში, ყვითელ ყვავილში 246-ჯერ მეტი იყო ნორმაზე ტყვიის შემცველობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სურსათის უვნებლობა ჯერ კიდევ ვერ მუშაობს ეფექტურად. 33 სინჯიდან 14-ში აღმოჩნდა ტყვია ჭარბი რაოდენობით. აღსანიშნავია ცემენტი, სამშენებლო ბლოკი, რომელიც ცემენტისგან არის დამზადებული, გაჯი, საღებავი, როგორც ინტერიერის კედლის, ასევე კარ-ფანჯრის საღებავი,“ - განაცხადა კვლევის ავტორმა, ნოდარ ყანდიაშვილმა.
ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. დავით სერგეენკოს თქმით, ტყვიის შემცველობაზე Unicef-თან ერთად ერთობლივი კვლევა ახლახან დაასრულდა, რომლის შედეგებს, დაახლოებით, 2 კვირაში გაასაჯაროებენ.
კომენტარი