15 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
დეტექტივების სამმართველოს
და ისანი-სამგორის სამმართველოს
თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული
ლ.შ. განზრახ მკვლელობის
ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ
დაადგინა,
რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე, სასტუმრო „ტატოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას,
ცივი იარაღის გამოყენებით, სახის არეში მსუბუქად დაჭრა 1999 წელს დაბადებული ო.ყ., ხოლო გულმკერდის არეში - 2000 წელს დაბადებული ა.ბ, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
”ლ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა
ბრალდებული
ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება
განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
http://police.ge/ge/shss-m-ganzrakh-mkvlelobis-faqti-tskhel-kvalze-gakhsna/10037
კომენტარი