სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არჩილ თალაკვაძე "ქართული ოცნების" ოზურგეთის პარტიის დამფუძნებლებსა და წევრებს შეხვდა

არჩილ თალაკვაძე პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - ს ოზურგეთის პარტიის დამფუძნებლებსა და წევრებსშეხვდა.

დისკუსია ადამიანის უფლებების სფეროს, მაკროეკენომიკური სტაბილურობის მაჩვენებლებს, ჯანდაცვის სფეროში გატარებულრეფორმებს, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ოზურგეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დასაქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმას შეეხო.

„ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ხელისუფლებასთან ერთად არაერთი გამარჯვება მოიპოვეთ და ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთეთ. მე ვიქნები თქვენს გვერდით და გპირდებით, რომ ვიქნები შედეგზე ორიენტირებული,“- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატობის კანდიდატმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. მან განაცხადა, რომ„ქართულ ოცნებას“ პრემიერ-მინისტრის სახით ჰყავს ძლიერი ლიდერი და განახლებული გუნდი, რომელიც მომავალში კიდევ უფროსწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს. შეხვედრას ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩიაც ესწრებოდა.

(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100